მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირის წევრობისთვის საჭიროა თავისუფალი ხალხი, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო - ჯიმ რიში

ამერიკელი სენატორი

ეს არ არის სარაკეტო მეცნიერება - თუ საქართველოს სურს გახდეს ევროპული ქვეყნების ჯგუფის წევრი, ამისთვის საჭიროა თავისუფალი ხალხი, რომელსაც აქვს წვდომა ისეთ თავისუფლებებზე, როგორიცაა პრესის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, - ასე უპასუხა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმის“ კითხვას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით.

ამერიკელი სენატორის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემა სჭირდება. 

„მე და ჯინი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი დამკვირვებლები ვიყავით. მაშინ მოქმედი პრეზიდენტი სააკაშვილი დამარცხდა და ივანიშვილმა გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ მეორე დილით ორივეს შევხვდით.

უნდა გითხრათ, რომ იმ არჩევნებს ვაკვირდებოდი და წარმოუდგენლად აღფრთოვანებული დავრჩი იმით, თუ როგორ ჩაატარეს ეს არჩევნები. იქიდან წამოვედი ძლიერი განცდებით, რომ საქართველომ გადაშალა ფურცელი და რომ ეს იყო რკინის ფარდის ჩამოშლის შემდეგ, პირველი ნამდვილი, ღია არჩევნები. როცა იქიდან წამოვედით, ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი იმით, თუ საით მიდიოდა ქვეყანა და ეს არა იმის გამო, თუ ვინ დამარცხდა ან ვინ აირჩიეს, არამედ იმის გამო, რომ ეს იყო თავისუფალი არჩევნები. მას შემდეგ იმედგაცრუებული ვარ.

თქვენ მკითხეთ რა უნდა გააკეთონ? ნახეთ, ეს არ არის სარაკეტო მეცნიერება. თუ, მათ სურთ გახდნენ ევროპული ქვეყნების ჯგუფის წევრი, ამისთვის საჭიროა თავისუფალი ხალხი, რომელსაც აქვს წვდომა ისეთ თავისუფლებებზე, როგორიცაა პრესის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება.

რაც მთავარია, და, რაც ქვეყანას ძალიან სჭირდება არის დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემა. უნდა გქონდეთ კანონის უზენაესობა, უნდა გქონდეთ დამოუკიდებელი სასამართლო, უნდა გყავდეთ საზოგადოება, რომელიც აკვირდება იმას, რაც ხდება და ამბობს, რომ აი, ნახეთ, ეს არის ჩვენი კანონები, ეს არის სასამართლო, რომელიც მათ იცავს. ასევე, არ უნდა გქონდეთ კორუფცია. და თუ ისინი ამას გააკეთებენ, არავინ იქნება ჩემზე ბედნიერი, რომ ისინი ევროკავშირში გაწევრიანდნენ და დიდ წარმატებას მიაღწიონ“, - აცხადებს ამერიკელი სენატორი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ წამებით და ნელი სიკვდილით კლავენ მიხეილ სააკაშვილს - თაკო ჩარკვიანი

✔️ სააკაშვილი ჯანმრთელობით იხდის თავისუფლების ფასს, ეს ადამიანი უნდა გათავისუფლდეს იმიტომ რომ კვდება - გიგი უგულავა

✔️ სააკაშვილის გადასარჩენად უნდა გავერთიანდეთ, მისი მდგომარეობა წარმოუდგენლად მძიმეა - ხატია დეკანოიძე

✔️ „არ შეიძლება, პრეზიდენტების სასაკლაოდ ვაქციოთ ქვეყანა“ - ლევან ხაბეიშვილი

✔️ ან ვეგუებით სააკაშვილის სიკვდილს, ან არ ვეგუებით, თითოეულმა ადამიანმა გადაწყვიტოს, რისთვის არის მზად მის გადასარჩენად - ნიკა მელია