მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპული პერსპექტივა დასაკნინებელი არ არის, როგორც ეს ზოგიერთმა გადაწყვიტა - გია ვოლსკი

ვიცე სპიკერი გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს არ არის მასხრად ასაგდები თემა“. 

ვოლსკის აზრით, საზოგადოებამ თემის გამოყენება დაძაბულობის შესაქმნელად არ უნდა დაუშვას.

„ევროპული პერსპექტივა არაა დასაკნინებელი და მასხარად ასაგდები, როგორც ზოგიერთმა გადაწყვიტა რომ ეს გაეკეთებინა, ეს საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებაა.

თემის გამოყენება პრობლემის ასაგორებლად და დაძაბულობის შესაქმნელად, აქციაზე ბევრი ხალხის მოსაყვანად, რასაკვირველია, არ უნდა დაუშვას ჩვენმა საზოგადოებამ და ზოგადად საკითხები უნდა წყდებოდეს პარლამენტში, მძაფრი კამათის პირობებში“, - აცხადებს გია ვოლსკი. 

შეგახსენებთ, 23 ივნისს უკრაინას და მოლდოვას ევროპულმა საბჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივას. 

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. 

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე: 

🔴 „საქართველომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ევროპულ გზაზე“ - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

🔴 27-ჯერ კი - შოლცი უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

🔴 რა რეკომენდაციები უნდა შეასრულოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად?