მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გაიტანოს ეს პოლიტიკური ნაგავი „ქართულმა ოცნებამ“, რისთვისაც აირჩია ხალხმა“ - გია გაჩეჩილაძე

უცნობი

გია გაჩელიჩაძემ იგივე უცნობმა ხვალ დაგეგმილ შეკრებაზე „რუსთავის 2-ის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით ქვეყანა სახელმწიფოებრივ კრიზისშია და ვეღარ ვითარდება. 

„გაიტანონ ეს პოლიტიკური ნაგავი „ქართულმა ოცნებამ“, რისთვისაც აირჩია ხალხმა, ის გააკეთონ. 8 წელიწადია ყელში ამოვიდა მაგათი ამბავი, 5 კაცისთვის ვერ მიუხედიათ.

დავიღალეთ, გაიყინა ქვეყანა, აღარ ჩანს არაფერი, მოგწონთ რაც ხდება ამ ქვეყანაში? დავიღალეთ, გესმით თქვენ? გაიტანოს ნაგავი თუ შეუძლია, მაგრამ არ შეუძლია ეტყობა 8 წლის განმავლობაში, არაფრის გაკეთება მას არ შეუძლია...

ხვალინდელი დღე არის ამ ყველაფერის დასაწყისი დასასრულის, რაც ახლა ხდება. ამ სტუდიიდან, სადაც ახლა მე ვზივარ, ვაპირებ ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებას საზოგადოებასთან ერთად, ინტერაქტივებით და ა.შ. რომ გავათრიოთ თუ მათ არ შეუძლიათ ეს ნაგავი საზოგადოებამ გაათრიოს ამ ქვეყნიდან, პოლიტიკურ ნაგავზე მაქვს ლაპარაკი,“ - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის უცნობი 9 აპრილს მდუმარე აქციას მართავს და აფუძნებს „საქართველოს მარადისობის დღეს“.