მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობენ, მძიმე იყო შეზღუდვების დაწესება

მთავრობის მეთაური

"მძიმე იყო იმ შეზღუდვების დაწესება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობენ ბევრი წელია, თავისუფალ ეკონომიკაში მუშაობენ და ამ ყველაფერს ჩვენ ვახორციელებდით ძალზედ გაზომილად", - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, პანდემიის კრიზისის დროს შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება.

"ამ კრიზისის ყველაზე სამწუხარო ნიშნანი გახლავთ პროგნოზის შეუძლებლობა. შეუძლებელია სისტემურ ცოდნაზე დაყრდნობილი პროგნოზი გქონდეს იმის თუ როგორ განვითარდება სიტუაცია. ეს არის ყველაზე დიდი მდგენელი ამ კრიზისის, რომელიც ჩვენ გვაიძულებს ყველას ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი, ვიყოთ უკიდურესად სოლიდარულები და ერთად, გლობალურად ვებრძოლოთ ამ გამოწვევას. ჩვენ ამაში დავინახეთ ჩვენი ფუნქცია და მიუხედავად იმისა, რომ მძიმე იყო ისეთი ნაბიჯების მიღება, როგორიც იყო მაგალითად ჩინეთთან ფრენების შეჩერება, ასევე იტალიასთან ფრენების შეჩერება. მძიმე იყო იმ შეზღუდვების დაწესება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობენ ბევრი წელია, თავისუფალ ეკონომიკაში მუშაობენ და ამ ყველაფერს ჩვენ ვახორციელებდით ძალზედ გაზომილად. ვცდილობდით თითოეული ნაბიჯი გაგვეზომა. ვუყურებდით გამოცდილებას, რა ხდებოდა ევროპაში, იტალიაში, რა ხდებოდა ჩვენი მეგობრების ქვეყნებში და ბევრ რაღაცას აქედან ვსწავლობდით. ამაზე ბევრ თქვენგანთან საუბარით ხშირად გვქონია. ჩვენ სწორად შევაფასეთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა და პირველი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც ალბათ მივიღეთ, მსხვილ ბლოკებად ქვეყანაში დაგვეგდო მობულურობის ხარისხი, იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემაზე პაციენტების სახით დიდი დატვირთვა არ ყოფილიყო", - განაცხადა გახარიამ.