მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია ოპოზიციას: თუ არ გვეხმარებით, ხელს მაინც ნუ გვიშლით 

პრემიერი პარლამენტში

„ზოგს შეეშინდა, ზოგი ვერ გაერკვა, ზოგი მართლა ვერ მოერია ამბიციებს და საკუთარი ვიწროპარტიული ამბიციები დააყენა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა - ამის მიუხედავად ქვეყანას ვერ გავაჩერებთ და ვერ ავყვებით ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სხდომაზე განაცხადა. 

გიორგი გახარიამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა, კრიზისის დაძლევაში ხელისუფლებას თუ არ დაეხმარებიან, ხელს მაინც ნუ შეუშლიან.

„ვერ გავაჩერებთ - ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, რადგან ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს შრომა კონკრეტული გამოწვევების წინააღმდეგ, ეს არის სამუშაო ადგილები, სოციალურად დაუცველები, დევნილები, მოხუცები და პენსიონერები.

როდესაც დღეს აქ ვსაუბრობთ ოპოზიციის გარეშე, ყველას უნდა გვესმოდეს, ჩვენი პასუხისმგებლობა ორმაგდება. ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ოპოზიციის პასუხისმგებლობის წილი გადმოდის ჩვენზე. თუ არ გვეხმარებით, ქვეყნისთვის ძალიან მწვავე, გლობალური კრიზისების დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით. არავინ არ არის კრიტიკის წინააღმდეგი და არც არავის ეშინია ამის. ხელს ნუ შეგვიშლით იმ დესტრუქციული ქმედებით, რომელიც მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ სახელმწიფოს წინაშე. აშკარად ჩანს ხშირად ნაბიჯები, რომელიც პირდაპირ ემსახურება არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ თვითონ სახელმწიფოს დელეგიტიმაციას. ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, სახელმწიფოს დელეგიტიმაცია ეს არის უაღრესად რისკის შემცველი ნაბიჯი, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის მომავალს“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მიუხედავად არსებული პოლიტიკური ვითარებისა, 2021 წლის, განსაკუთრებით მეორე ნახევარი იქნება საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის აღდგენის წელი.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

💢დღეს, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს

💢გახარია: ვიღაც ვერ გაერკვა, ვიღაცამ ეგო ვერ დაძლია

💢პრემიერი: მიდგომა - ან ყველაფერი, ან არაფერი, დემოკრატიული არ არის