მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარიას ჰკითხეთ, რატომ ააშენა სასაფლაოზე სპორტის სასახლე, ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, ავწიე თავი და ვხედავ, ბაბუაჩემის საფლავთან ვარ - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, პატრია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია

„მინისტრის ფორმატის“ საათის ფარგლებში კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის კითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც „ვინ გადაწყვიტა, რომ ახალი სპორტის სასახლე ამ ადგილას უნდა აშენებულიყო“. 

„ჰკითხეთ [გახარიას] რატომ ააშენა სასაფლაოში ახალი სპორტის სასახლე. გეთანხმებით, რომ ეს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. როდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, გამოვიარე სასაფლაო. როგორც წესი ტელეფონში მაქვს ხოლმე თავი ჩარგული, ავწიე თავი და ვხედავ, რომ ბაბუაჩემის საფლავთან ვარ.

გადმოვედი შუაღამისას, გავაოცე დაცვაც, მძღოლიც. ტრაგიკომედიაა. ეს ასეა, მოცემულობაა. თუ იმის ინსინუაცია გინდათ, მინისტრად რომ დაინიშნე, სხვაგან რატომ არ გადაიტანეო, არასწორი შენიშვნა და უტოპიაა. რაცაა იმას უნდა გავუღიმოთ, ეს მართლა არის საამაყო ინფრასტრუქტურა.

უხერხულობაა, გასაგებია, მაგრამ დიდიც არაფერი შავდება. შავდება მხოლოდ ის, რომ პარკინგი გვაქვს მოსაწყობი. ამაზე თავიდან არავინ იფიქრა. მაგრამ, მიცვალებულები და ცოცხლები რომ ერთად ვართ, უხერხულობას ამაში ვხედავ, მაგრამ ამით შევქმნა სადეპუტატო კითხვა, ამას ვერ ვიზიარებ. მით უმეტეს იმ საფლავზე მისვლა შუაღამეს ძალიან გამიხარდა,“- აღნიშნა წულუკიანმა ელისაშვილის კითხვის საპასუხოდ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „სადღაც მესიმპატიურებით კიდეც...“ - თეა წულუკიანი ნიკა მაჭუტაძეს

✔️ ამომწურავი პასუხი უნდა გვქონდეს კითხვაზე, ვინ არიან ისინი, რა მიზნების და ამოცანებისთვის შემოდიან საქართველოში - თინა ხიდაშელი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე

✔️ „ქართულ ოცნებას“ დღეს რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში პოლიტიკა საერთოდ არ გააჩნია - კახა ქემოკლიძე

✔️ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არსებობს - იაგო ხვიჩია მობილიზაციის შემდეგ რუსების საქართველოში შემოსვლაზე განმარტებას აკეთებს

✔️ საქართველოს ხელისუფლება ჩაკეტავს საზღვარს თუ ამას რუსეთი ეტყვის - რომან გოცირიძე

✔️ ბენ ჰოჯესი: პუტინის ქმედებები მესამე რაიხის ბოლო დღეებში ჰიტლერის ქმედებებს ჰგავს