მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გამახსენა 10 წლის უწინდელი ისტორიები“ - ბესელია სოსო გოგაშვილის დაკავებაზე

პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი

„გამახსენა 10 წლის უწინდელი ისტორიები, რაც ხდებოდა ქვეყანაში“, - ამ სიტყვებით ეხმაურება  პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია,  სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებას. 

მისი თქმით, წინა ხელისუფლება იმავეს აკეთებდა. 

„სოსო გოგაშვილის დაკავებამ გამახსენა 10 წლის უწინდელი ისტორიები, რაც ხდებოდა ქვეყანაში. ეს ღამე შევარდნები, ოჯახის აწიოკება, პროცესუალური ნორმების დარღვევა, შურისძიების სურვილი, რომ ადამიანი გააჩუმო და პასუხი მოსთხოვო იმისთვის, რომ გიპირისპირდება. ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს წინა ხელისუფლების დროს. ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო ის, რომ დავინახე ამ ყველაფრის გამეორება“, - აცხადებს ეკა ბესელია. 

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი 15 ივლისს საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სუს-ში განაცხადეს, რომ გოგაშვილის დაკავება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება და არა ახალს.