მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამორიცხულია სამკურნალოდ რომ გავუშვათო და ირაკლი კობახიძეს ვინ ეკითხება, რას გადაწყვეტს სასამართლო - ვატო სურგულაძე

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე Pia.ge

პარტია „ლელოს“ წევრმა ვატო სურგულაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბრისას თქვა, რომ ეს მმართველი პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტი არ არის. 

სურგულაძის თქმით, ახლა პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაა. 

ამასთან, სურგულაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში მედიცინა ვერ არის იმ დონეზე, რომ რთულ პაციენტს უმკურნალონ. 

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაა. ახლა ეს არის მთავარი საკითხი, როგორ გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტი, ადამიანი, მოქალაქე მიშა სააკაშვილი. ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტი, იმიტომ რომ ადამიანი უნდა გადარჩეს. 

როდესაც კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ და კობახიძე რომ გამოდის... მაპატიეთ, მაგრამ ვინ ეკითხება კობახიძეს? გამორიცხულია რომ გავუშვათ სამკურნალოდო რომ იძახის, ვინ ეკითხება რომელიღაცა პარტიის, გინდათ მმართველი პარტიის ხელმძღვანელს, რას გადაწყვეტს სასამართლო და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. აი, ამაშია პრობლემა. 

ზუსტად ამის წინააღმდეგ გამოვდივართ ჩვენ, რომ ვინაიდან 6 თვის განმავლობაში პრაქტიკულად წინსვლა არ გვაქვს და ყოველდღიურად უარესდება მისი მდგომარეობა, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ამის მომხრეები, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. 

ჩემი კოლეგები არიან, მაგრამ ამ ქვეყანაში ვერ ვართ იმ დონეზე, რომ ასეთ რთულ პაციენტს ვუმკურნალოთ. ამიტომ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს და ჩვენ შევუერთდებით ყოველთვის, როცა ადამიანის უფლებებსა და სიცოცხლეზე დადგება საკითხი“, - აცხადებს ვატო სურგულაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴  თურქული მხარე აცხადებს, რომ სირიასა და ერაყში ოპერაციების დროს ასობით ტერორისტი მოკლა

🔴 დაუსჯელი არ უნდა დარჩეს - მაკრონი კიევის სარაკეტო დარტყმაზე