მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გამოვრიცხავთ სააკაშვილის გათავისუფლებას რამე სამართლებრივი მექანიზმით“ - თეა წულუკიანი

ანათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართა

„დიდი იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ პოზიციას არასოდეს არ შეიცვლის“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის გათავისუფლება რაიმე სამართლებრივი მექანიზმით გამორიცხულია.

„ჩვენ გამოვრიცხავთ სააკაშვილის გათავისუფლებას რამე სამართლებრივი მექანიზმით. ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ჩვენი, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში არ არის, გახლავთ შეწყალება, შეწყალებასთან დაკავშირებით კი საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გააკეთა შეფასება და მისი პოზიციაც ცალსახაა, რომ ის ამას არ აპირებს. დიდი იმედი მაქვს, ის ამ პოზიციას არასოდეს არ შეიცვლის, არავითარი ზეწოლის ქვეშ და ჩვენ მივიღებთ იმ სასჯელის აღსრულებას, რომელსაც ითხოვენ დაზარალებულები და, რომელსაც ითხოვს კანონი“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

თეა წულუკიანმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას სააკაშვილის ცუდად ყოფნა აწყობს.

„ოპოზიციას აწყობს იძახოს, რომ სააკაშვილი კვდება. ოპოზიციას აწყობს, რომ სააკაშვილი იყოს ცუდად. სააკაშვილი არ არის ცუდად. ყველა პატიმარი არის ცუდად, როცა ის ხვდება საკანში და არ არსებობს ბედნიერი პატიმარი. გინახავთ ადამიანი, რომელიც საკანში ზის და არის ბედნიერი? არ არსებობს ასეთი“, - აღნიშნა წულუკიანმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ“ - ბესელია

🔴 ეს არის ფარსი, მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა - გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს

🔴 „მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი და არის იქ, სადაც უნდა იყოს“ - გახარია

🔴 „გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“ - საყვარელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

🔴 „თავისუფლება მიშას“ - ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ხმაურია