მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„განსხვავებული ფორმატის და შინაარსის იქნება“ - ნიკა მელია აქციებს აანონსებს

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მომდევნო კვირიდან როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში სხვადასხვა შინაარსის აქციებს აანონსებს. 

მელია ამბობს, რომ ახლა მთავარი ამოცანა არის ცვლილებები და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. 

„მომდევნო კვირიდან სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა ფორმატის, სხვადასხვა სიმრავლის, სხვადასხვა რიცხოვნების, სხვადასხვა სახისა და შინაარსის აქციები გაიმართება. ჩვენ პარალელურად სხვა ბევრი მიმართულებებით ვმუშაობთ.

ეს ყველაფერი გამოჩნდება შეუმჩნეველი ვერ დარჩება. ამის მიღმა ძალიან აქტიურად მუშაობს სპეციალური ჯგუფი ჩვენი პარტიიდან, ვმუშაობთ უცხოელებთან ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც თავიდან ბოლომდე დარწმუნდნენ, რომ ჩვენი ამოცანა არის ცვლილებები, ჩვენი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ეს ყველაფერი არაძალადობრივად უნდა მოხდეს“, - განაცხადა „მთავარი არხის“ ეთერში ნიკა მელიამ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ღირსებაშემლახველ უწყებას, რომელსაც მომიტანენ, სუს-ის შენობაში მისვლით არ ვუპასუხებ“ - ნიკა მელია

✔️ ნიკა მელია სუს-ში დაიბარეს