მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გაზპრომის გამოყენებით მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ზამთარი ევროპის ქვეყნებისთვის ყველაზე მკაცრი იყოს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაზპრომის გამოყენებით მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ზამთარი ევროპის ქვეყნებისთვის ყველაზე მკაცრი იყოს.

„დღეს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. დაემატა კიდევ ათობით ადამიანი და ორგანიზაცია. ეს სწორი ტენდენციაა და მე მადლობელი ვარ ბრიტანეთის სანქციების საკითხებში უცვლელი სიმტკიცისთვის. ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა მიჰყვეს ყველა დანარჩენს დასავლურ სამყაროში.
 
კერძოდ, დღევანდელი სიახლე ევროპულ ბირჟაზე გაზის ფასის კიდევ ერთი პროვოცირებული ზრდის შესახებ 1000 კუბურ მეტრზე 2000 დოლარზე მეტი უკვე საკმარისი მიზეზია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაფართოებლად. რადგან ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის რუსეთის მიზანმიმართული ფასის ტერორი ევროპელების წინააღმდეგ. გაზპრომის გამოყენებით მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ზამთარი ევროპის ქვეყნებისთვის ყველაზე მკაცრი იყოს. ტერორს პასუხი უნდა გაეცეს. უპასუხეთ სანქციებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინელები ბორის ჯონსონისთვის მოქალაქეობის მინიჭებასა და პრემიერად დანიშვნას ითხოვენ - პეტიცია

👉 ევროკავშირმა რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

👉 გერმანიამ უკრაინას 3 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Mars II და 3 ჰაუბიცა Panzerhaubitzen 2000 გადასცა

👉 რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს რუსეთში ჩავა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება

👉 „პუტინთან დასავლეთის მიდგომა არ არის ის, რაც პოლიტიკოსებს შეეფერებათ“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი