მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ღირსებაშემლახველ უწყებას, რომელსაც მომიტანენ, სუს-ის შენობაში მისვლით არ ვუპასუხებ“ - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, „ღირსებაშემლახველ უწყებას, რომელსაც მას მიუტანენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლით არ უპასუხებს. ამის შესახებ მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. 

„გამორიცხულია, ამ აბსურდულ, სამარცხვინო ღირსებაშემლახველ უწყებას, რომელსაც მე მომიტანენ, ნამდვილად არ ვუპასუხებ სუს-ის შენობაში მისვლით“, - აცხადებს ნიკა მელია. 

ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, „იმისთვის რომ რეჟიმის დასაყრდენი ბურჯები მაქსიმალურად შესუსტდეს, საპროტესტო აქციებისთვის მზადება მიმდინარეობს. 

მელია აცხადებს, რომ აქციები არაძალადობრივი იქნება. 

ინფორმაციისთვის, ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს