პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი - მახსოვს, ასეთი ლოზუნგი: როცა საუბრობ პარტიაზე, გულისხმობ ლენინს, როცა საუბრობ ლენინზე, გულისხმობ - პარტიას, ეს დაემართა ამხანაგ ნიკანორს

ყოფილი დეპუტატი ლუგარის ლაბორატორიაზე
1659017480
დაკოპირებულია

„მახსოვს, ასეთი ლოზუნგი: როცა საუბრობ პარტიაზე, გულისხმობ ლენინს, როცა საუბრობ ლენინზე, გულისხმობ - პარტიას. ეს დაემართა ამხანაგ ნიკანორს. როცა მას ებრძვიან, ებრძვიან თურმე, სააკაშვილს და როცა სააკაშვილს ებრძვიან, ნიკანორს ებრძვიან? ეს კითხვა პირუკუ უნდა დაისვას,“ - განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ნიკა მელიაზე კომენტირების დროს. 

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, შესაძლოა, მელია საკუთარ თავს აიგივებს სააკაშვილთან და ჰგონია, რომ როდესაც სააკაშვილს აკრიტიკებენ, მას ებრძვიან. ,,თუ სააკაშვილი ზოგადსაკაცობრიო მოვლენა არის, როგორც ლენინი იყო, მარქსი, ენგელსი და ამ ტრიუმვირატში, შეიძლება, მეოთხე პერსონად სტალინის მაგივრად სააკაშვილის სახე გამოისახოს ნიკანორისთვის,, ლამაზ ზმანებაში. ერთხელ სასთუმალზე, თავს რომ დადებს და სააკაშვილი რომ დაესიზმრება, სავარაუდოდ, ყოველ დღე ესიზმრება და აქედან არის ეს ვნებები, რომ როგორც მას ებრძვიან, ებრძვიან სააკაშვილს,“ - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მხარდამჭერებს მიმართა.

როგორც მელია აცხადებს, მისი გამარჯვება, პარტიის გამარჯვებაა. ამიტომ, როგორც ის ამბობს, მასთან ბრძოლით და მისი დამარცხებით, სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნა ვერ მოხერხდება.