მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ვოლსკი: გიდასტურებთ, განიხილება კახა კალაძის კანდიდატურაც

გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, კახა კალაძის კანდიდატურა მერობის კანდიდატთა შორის განიხილება.

პარლამენტის პირველი სპიკერის განცხადებით, ამ საკითხზე მმართველ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.

„უმრავლესობაში მიდის მსჯელობა. გიდასტურებთ, განიხილება კახა კალაძის კანდიდატურაც მათ შორის. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარები და განცხადებები გვექნება უმოკლეს პერიოდში, როცა გუნდის ყველა წევრი იქნება შეთანხმებული, ავწონ-დავწონით სიტუაციას და შევაფასებთ შექმნილ ვითარებას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

აგრეთვე იხილეთ:

📌გიგი წერეთელი: ნიკა მელია არის ფავორიტი