მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ვოლსკი - „ვარდების რევოლუციის“ ვარდები შეიცვალა ცოცხით, ყავარჯნიანი კაცით, მწამებელი გახდა ამ პოლიტიკური ძალის სიმბოლო

ვოლსკი პარლამენტში

„ვარდების რევოლუციის“ ვარდები შეიცვალა ცოცხით, ყავარჯნიანი კაცით, მწამებელი გახდა ამ პოლიტიკური ძალის სიმბოლო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ვოლსკი აცხადებს, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედი იყო ქართული საზოგადოება, რომელიც იმ რეალობით დაიღალა.

„საზოგადოება დაიღალა 2004 წლამდე რეალობით, როცა ფაქტობრივად, ქვეყნის განვითარების პროცესი შეყოვნებული იყო და ისეთმა სისტემამ დაისადგურა, როცა ადამიანს არანაირი საშუალება არ ჰქონდა, საკუთარი თავი განევითარებინა; საზოგადოებას იმედი ჰქონოდა, ქვეყანა წინ წავიდოდა. ამ ვითარებაში, გარკვეული პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ და მათ სათავეში მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა.

„ვარდების რევოლუციას“ ხალხმა მხარი დაუჭირა, მაგრამ ძალიან მალე „ვარდების რევოლუცია“ და ვარდები შეიცვალა ისეთი პოლიტიკური პოზიციით, რომელიც დაუპირისპირდა ადამიანების უფლებებს და ვარდი შეიცვალა პოლიციის ხელჯოხით თუ არა, ცოცხით, წამებით, ყავარჯნიანი კაცი, მწამებელი გახდა სიმბოლო ამ პოლიტიკური ძალის. ეს სამწუხარო ამბავია, თუმცა ეს არის ფაქტი.

მიხეილ სააკაშვილმა დააშავა, მისი დანაშაულები თვალსაჩინოა, დანაშაულებს ვერავინ უარყოფს. ის სისხლის სამართლის კანონმდებლობა რომ ყოფილიყო და შეკრებითობის კანონი არ შეგვეცვალა, რაც სააკაშვილს ჰქონდა, მას გაცილებით მეტი სასჯელი ექნებოდა, მოსახდელი, 30 წელზე მეტი ექნებოდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.