მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გიორგი ანწუხელიძემ, ჩემთვის დედა რომ არ შეეგინებინა, სიცოცხლე გაწირა, ამათ კი მიწაზე მათრიეს“ - სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე გიორგი ანწუხელიძის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, გმირმა საკუთარი ქვეყნისა და მთავარსარდლის ღირსების დასაცავად სიცოცხლე გაწირა, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა კი ყველანაირი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

„მე გიორგი ანწუხელიძეს არ ვიცნობდი, მაგრამ როცა დედამისი გავიცანი, მივხვდი, რატომ გაიზარდა ის ისეთი, როგორიც იყო. დედაჩემმაც ასე გამზარდა. დედაჩემი დიდხანს მელაპარაკებოდა, გორში იყო ამის საშუალება, მის ახალ აღმოჩენებზე საქართველოს ისტორიაში - თამარ მეფის ეპოქაზე, დავით აღმაშენებლის ეპოქაზე, გიორგი ბრწყინვალის ეპოქაზე, და ძალიან მიხარია, რომ გაუჩერებლად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ნერვები მთლად დაწყნარებული არ უნდა ჰქონდეს. იბრძვის ბოლომდე და ეს კარგია. 

როდესაც ვლაპარაკობთ გიორგი ანწუხელიძეზე, ის იყო ახალგაზრდა კაცი. მინდა შეგახსენოთ, გიორგი ანწუხელიძეს რას სთხოვდნენ იმ ვიდეოში, ვისაც არ გინახავთ. პირველი მოთხოვნა იყო, აკოცე ქართულ მიწას და მეორე მოთხოვნა იყო, შეაგინე მიშას, ესე იგი საქართველოს მთავარსარდალს. მე რომ ვყოფილიყავი იქ, ვეტყოდი, გიორგი დედაც შემაგინე, რაც გინდა ის ქენი, შემაფურთხე, ოღონდ სიცოცხლე გადაირჩინე, როგორც ვუთხარი ამ ხალხს, ვინც აქ მოვიყვანე. 

გიორგი ანწუხელიძემ არც მიწას აკოცა და არც მთავარსარდალი მოიხსენია აუგად, რომელსაც ამით არაფერი დააკლდებოდა, პირიქით, ერთი მებრძოლის სიცოცხლეს გადავარჩენდით. და ამათ, ამათ არა, გლდანის ციხეში ვინც იყვნენ, მთავარსარდალი, რომლისთვისაც შეურაცხყოფა რომ არ მიეყენებინა და აუგად არ მოეხსენიებინა, გიორგი ანწუხელიძემ სიცოცხლე გაწირა, მიწაზე ათრიეს და ყველანაირი შეურაცხყოფა მომაყენეს, რაც არსებობს. 

გორის ჰოსპიტალში, სადაც დაცული უნდა ვყოფილიყავი, რვა კაცი დამახტა საწოლზე და მახრჩობდა 200-110-ზე წნევით. გიორგი ანწუხელიძემ კი სიცოცხლე გაწირა, რომ დედა არ შეეგინებინა ჩემთვის“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდადებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 5 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“ - სააკაშვილი

👉 „თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორიც მე ასტრონავტი“ - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს (ვიდეო)

👉 „მინდა, განსაკუთრებულად ჭკვიანებს აუდიტორიაში დავუსვა ამოცანა - რატომ ვიმყოფები სასამართლო დარბაზში?“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ იმის გამო, რომ დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში“ - ბექა ბასილაია

👉 „დავტოვე პენსია - 90 დოლარი, 10 წლის თავზე პენსია არის 77 დოლარი“ - მიხეილ სააკაშვილი