პოლიტიკა

გიორგი გახარია: მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ეკა ტიკარაძეს, რომელმაც ამ გამოწვევებს ძალზე ეფექტურად უპასუხა

პრემიერი 2020
1584478493
დაკოპირებულია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის „ღამის კურიერში“ ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს მადლობა გადაუხადა:

„მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მთლიანად სამედიცინო სექტორს, პირველ რიგში სამინისტროს, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ეკა ტიკარაძეს, რომელმაც ამ გამოწვევებს ძალზე ეფექტურად უპასუხა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის პირველი ინიციატორი იყო.

„როგორც კი იანვარში პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ის იყო პირველი ინიციატორი რომ ასეთი საბჭო შექმნილიყო. გარდა ამისა, ის, რომ ამ ეტაპზე ჩვენ საზღვრებზე გვაქვს იმპორტირებული ვირუსის გამოვლენის, შემდგომ მისი ჯაჭვის დაფიქსირების და გადაზღვევის საკმაოდ ეფექტური კონტროლი, ეს რა თქმა უნდა, სამინისტროს დამსახურებაა, ისევე როგორც მისი ყველა სტრუქტურის, ისევე როგორც ეპიდემიიებს წინააღმდეგ მებრძოლი სააგენტოსი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.