მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა

პრემიერმინისტრი

გიორგი გახარია პრემიერის პოსტიდან გადადგა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. 

„ნებისმიერი მოქალაქის მიმართ კანონის აღსრულება, თუ ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და მოქალაქეების უსაფრთხოებას, ეს არის მიუღებელი. ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შექმნის ესკალაციის რისკებს.

რადგან მე ვერ მივაღწიე ჩემს გუნდთან შეთანხმებას ამასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა. პოლარიზაცია არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი რისკი, რასაც ვერ დავუშვებ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი პირველად 2019 წლის 8 სექტემბერს დაიკავა. მეორე ჯერზე კი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობა პარლამენტმა 2020 წლის 24 დეკემბერს დაამტკიცა.