
„როგორ შეიძლება ერთი ქართველი გამოდიოდეს და ეკლესიას აგინებდეს - მეორე ქართველი გამოდიოდეს და აქეთ ცემა-ტყეპას უტეხდეს და ამ დროს სახელმწიფო ამოფარებული იყოს ამ ხალხის ზურგსაც და ეკლესიასაც - არ შეიძლება, ეს უბრალოდ არასწორია“, - აღნიშნულის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარია აღნიშნავს, რომ მთავარი მიზანი უნდა იყოს ძლიერი და სახელმწიფოს შექმნა.
„ჩვენ თუ არ დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და თუ არ შევცვალეთ ეს ყველაფერი - რა დაპირებაც არ უნდა გაიცეს, ბევრი სამუშაო ადგილი, გლეხებისათვის დახმარება, წყალი, გაზი, ყველაფერი რაც უნდა იყოს - თუ ქვეყანაში სიმშვიდე და უსაფრთხოება არ იქნება, ბავშვს თუ სკოლაში მშვიდად არ უშვებ და სახლიდან გასულ კაცს, ვიღაცა თავს რომ გაუტეხს იმაზე ფიქრობ - დანარჩენის კეთებას არც ფასი ექნება, არც ინვესტიცია მოვა, არც ის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ამიტომ არის, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი და სახელმწიფოს სიტყვას და ქმედებას უნდა ჰქონდეს ფასი. ეს არის მთავარი მიზანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
იხილეთ აგრეთვე:
✅გახარია: სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებენ