მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გირჩი“ 40 000 ვაჟკაცს ჯარიდან ათავისუფლებს, უკრაინაში კი 50 000 ქალი სამშობლოს იცავს“ - თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი

„გირჩი“ 40000 ვაჟკაცს ჯარიდან ათავისუფლებს, უკრაინაში კი 50 000 ქალი სამშობლოს იცავს,“ - ასე გამოეხმაურა დეპუტატი თაკო ჩარკვიანი უკრაინაში ქალი სამხედროების მსახურებას.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ჯარი კი არ უნდა გაუქმდეს და წვრთნა კი არ უნდა შეჩერდეს, არამედ რეფორმები უნდა გატარდეს. 

ჩარკვიანი აცხადებს, რომ „საქართველოში ყველაფერი უკუღმაა“. 

„ჩვენთან პარტია „გირჩი“ (ორივე გირჩს ვგულისხმობ - ყველას, ძველსაც და ახალსაც ) 40000 ვაჟკაცს ჯარიდან ათავისუფლებს (ოკუპირებული ტერიტორიებით ქვეყანაში) საკუთარი - შინაური „დედაოს და მამაოს“ კურთხევით და უკრაინაში კი 50 000 უკრაინელი ქალი სამშობლოს იცავს!

ჯარი კი არ უნდა გაუქმდეს და წვრთნა კი არ უნდა შეჩერდეს, არამედ რეფორმები უნდა გატარდეს, ჩვენთან უკუღმაა ყველაფერი. სამაგიეროდ ჩვენთან (ეს უკვე „გირჩს“ არ ეხება) პოლიციით ზურგგამაგრებული „მამიკოს ბიჭუნები“ გიენებივით-ტურებივით ჯგუფურად თავს ესხმიან ერთ ადამიანს და უსწორდებიან.

ჩემს ბავშვობაშიც და ახლაც ერთი სახელი აქვთ ამ ტიპის „ზურგგამაგრებულებს“ ისინი სამშობლოს ნაღდად არ და ვერ დაიცავენ, აი მათ კი ამ „მამიკოს ბიჭუნებს“ „იცავს“ პოლიცია და რუსეთზე მომუშავე სუსი“, - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს უკრაინის დატოვების მითითება მისცა

🔴 რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის - დმიტრო კულება

🔴 უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, გერმანელი ვიცეადმირალი გადადგა - BBC