პოლიტიკა

„გოგაშვილი ან მისი ოჯახის წევრები როგორც იქცეოდნენ სხვა ოჯახში დაღუპულ ახალგაზრდაზე, იქ იყო ღლიცინი, ბრალდებები, ათასი სიბინძურე“ - ლევან ხაბეიშვილი

ენმ-ის წევრი
1657974006
დაკოპირებულია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი სოსო გოგაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლებამ მას შემდეგ გადაწყვიტა გოგაშვილის დაჭერა, რაც თქვა, რომ 2021 წლის არჩევნები გაყალბდა. 

„ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა, ვუთხრა საზოგადოებას, მესმის, რომ გარკვეულ ნაწილს სამართლიანად მიაჩნია ის, რაც გოგაშვილის თავს ხდება. ვუსმენდი მის ახალგაზრდა შვილს და მის აღშფოთებას, რაც აბსოლუტურად ნორმალურია ოჯახის წევრისგან. მაგრამ ეს ადამიანები იმავეს აკეთებდნენ სხვა ადამიანების მიმართ და ჩვენ იმით უნდა განვსხვავდებოდეთ, რომ მათსავით არ მოვიქცეთ. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, გოგაშვილივით რომ მოვიქცეთ ან მისი ოჯახის წევრები როგორც იქცეოდნენ სხვა ოჯახში დაღუპულ ახალგაზრდაზე, იქ იყო ღლიცინი, ბრალდებები, ათასი სიბინძურე. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ბოროტები და ცივი გონებით განვსაზღვროთ. ის, რომ გოგაშვილის მიმართ არანაირი სიმპათია არ გამაჩნია, ეს არის ორჯერ ორი, მაგრამ, აქ იწყება ყველაზე დიდი მაგრამ. როდესაც ეს ადამიანი თავად იყო სისტემის ყველაზე დიდი მონაწილე, სისტემის შემქმნელი, მაშინ რატო არ დააკავეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანდო ადამიანი იყო? მას შემდეგ დააკავეს, რაც გააკეთა განცხადება, რომ 2021 წელს არჩევნები გაყალბდა. როგორც კი თქვა, რომ მაქვს ფაქტები და სისტემის მხილება დაიწყო, მაშინვე დაიწყო სისტემამ მისი შთანთქმა.

სოსო გოგაშვილი სუსში იყო მთავარი ფიგურა, მთავარი გამყალბებელი, მთავარი მომსმენი, ყველაფერში ეს ადამიანი ერია, იმდენად სანდო იყო ივანიშვილისთვის, მაგრამ სოსო გოგაშვილმაც კი გადაწყვიტა, ვინც აძლევდა დავალებას, ის ემხილებინა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, გვიან ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს. ამ დროისთვის მეტი დეტალი უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „მეუფე იაკობი ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა, შენზე და შენს ოჯახზე იგეგმება ლიკვიდაციაო... ბიბლიაზე დავიფიცებ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი“ - სოსო გოგაშვილის მეუღლე

👉 „დედაჩემმა და დეიდაჩემმა დაინახა იარაღის ჩადება, ქართველი ხალხი, დარწმუნებული ვარ, გაიღვიძებს“ - სოსო გოგაშვილის შვილი

👉 „სამართლიანი იქნება, რომ იგემოს სოსომაც და მისმა მეუღლემაც, დღეს რასაც მე და ჩემი ოჯახი გავდივართ“ - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

👉 „რაო, „ჩიტო“, გოგაშვილო, როგორ იყო უკრაინელებს რომ უთხარი ნადირაძე იჯდება 20 წელიო?“ - ვანო ნადირაძე

👉 მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სოსო გოგაშვილმა მთავარი სასჯელი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უნდა მოიხადოს