პოლიტიკა

„გოგაშვილი დაკავებულია, რომ მოიპოვოს თავისუფლება დუმილის სანაცვლოდ, ჩემი ინფორმაციით, მის ხელში სერიოზული მტკიცებულებებია“ - პაატა მანჯგალაძე

პარლამენტის წევრი, პაატა მანჯგალაძე
1658161983
დაკოპირებულია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გოგაშვილი დააკავეს იმიტომ, რომ დუმილის სანაცვლოდ თავისუფლება მოიპოვოს. როგორც მანჯგალაძე ამბობს, მას აქვს ინფორმაცია, რომ გოგაშვილის ხელში სერიოზული მტკიცებულებებია.

„მათთვის {ხელისუფლება} ადვილი არ იქნება გოგაშვილისთვის ბრალის წაყენება. მათ მოუწევთ თანამშრომლობა გოგაშვილთან. იმიტომ, რომ გოგაშვილი მისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ინფორმაციას ფლობს, იმ დანაშაულების შესახებ, რასაც „ქართული ოცნება“ ჩადიოდა წლების მანძილზე. მათ მოუწევთ ერთმანეთთან თანამშრომლობა. ახლა გოგაშვილი დაკავებულია, რომ მოიპოვოს თავისუფლება დუმილის სანაცვლოდ. სინამდვილეში, გოგაშვილის ხელში არსებობს სერიოზული მტკიცებულებები ჩემი ინფორმაციით იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა თვალთვალი, მოსმენა, მიყურადება. არა მარტო ეს, არამედ გავრცელება ამ ჩანაწერების“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ოცნება“ ამბობს: მოდით, აგერ დავსხდეთ და ვიმუშაოთ, შენ ეუბნები: არ შემოვალ მაგ კომისიებში, მაგრამ ჩამინიშნე სესია, მოკლედ, აბდაუბდა ამბავია“ - ალეკო ელისაშვილი

👉 „კატეგორიულად ვემიჯნები, პოლიტპატიმრად მოვიხსენიოთ გოგაშვილი, უხერხულია, ტატუნაშვილის ქვეყანაში ცოტა ფრთხილად მოვეპყროთ ამ სიტყვას“ - თაკო ჩარკვიანი

👉 „8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა“ - სუსი სოსო გოგაშვილზე

👉 „რომ გეუბნებიან, შეიძლება მოგიწყონ ავარია, რომ სოსოს ვაჭრობა დაუწყონ... „საჩუქარს“ ჩემგანაც მიიღებენ“ - სოსო გოგაშვილის მეუღლე

👉 🎥 სოსო გოგაშვილი დააკავეს