მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გრძელდება ბრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად და გასათავისუფლებლად“ - ლიზა იასკო სააკაშვილზე

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლის პალატაში მოინახულა. 

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი რეაბილიტაციის ძალიან რთულ პროცესს გადის და ახლა მას დიდი მხარდაჭერა სჭირდება. 

მისი თქმით, ცუდია, რომ ამგვარ ვითარებაში სააკაშვილს სუფთა ჰაერის ჩასუნთქვისა და მზის დანახვის საშუალება არ აქვს. 

„სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით არაფერი კარგის თქმა შემიძლია. რჩება სუსტად, იმაზე უფრო სუსტადაა, ვიდრე პარასკევს, როცა ძალიან შეშინებული ვიყავი. ის გამხდარია, მას შემდეგ რაც აქ გადმოიყვანეს, კიდე 3 კილო აქვს დაკლებული. იმ სიტუაციაში, როცა მას პოსტტრავმული სინდრომი აქვს, ძალიან ცუდია, რომ არ ეძლევა სუფთა ჰაერის სუნთქვის და მზის სხივების დანახვის შესაძლებლობა.

რა თქმა უნდა, ახლა მას ძალიან სჭირდება მხარდაჭერა, ახლობელი ადამიანებისგან, ადვოკატებისგან, ხალხისგან, რადგან წინ რეაბილიტაციის რთული პროცესი აქვს. ბრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად და მისი გათავისუფლებისთვის, გრძელდება“, - აღნიშნა რადას დეპუტატმა.

ლიზა იასკო მოხარულია, რომ დეპორტაციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ქვეყანაში შემოუშვეს და იმედი გამოთქვა, რომ მას დღეს ან ხვალ ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობას მისცემენ. 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე

„ასეთ საქმეზე უკრაინაში ციხეში ვერავინ მოხვდება“ - ევგენი გრუშოვეცი მიხეილ სააკაშვილზე

„სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ყველა პარამეტრი ბოლომდე ნორმალიზებული არ არის“ - ნევროლოგი

„რჩება ნევროლოგიური დარღვევები, რომლის მკურნალობასაც დრო სჭირდება“ - ექიმი სააკაშვილზე