მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გთხოვთ, 29-ში ჩანიშნულ „სასამართლო“ პროცესზე შეიკრიბოთ სასამართლოსთან“ - სააკაშვილის მიმართვა მხარდამჭერებს

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - Pia.ge

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებსა და მხარდამჭერებს მადლობას უხდის აქტიურობისთვის და სთხოვს, რომ 29-ში სასამართლოს შენობასთან შეიკრიბონ, სადაც მისი პროცესი გაიმართება. 

„რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს, მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვალად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას. 

მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში. 

29-ში ჩანიშნულ „სასამართლო“ პროცესზე გთხოვთ, რომ შეკრიბოთ სასამართლოსთან . ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მომართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად“, - აღნიშნულია ექსპრეზიდენტის წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში“ - სააკაშვილი

⭕ „ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე

 „ასეთ საქმეზე უკრაინაში ციხეში ვერავინ მოხვდება“ - ევგენი გრუშოვეცი მიხეილ სააკაშვილზე