მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია, ნაზი ჯანეზაშვილი, ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის თანამდებობა 19 პირს სურს

სახალხო დამცველის კანდიდატები

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატთა სია გამოაქვეყნა. თანამდებობის დაკავების სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა.

1. ანა აბაშიძე - ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი

2. მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი

3. გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე

4. ლელა გაფრინდაშვილი - ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი

5. სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

6. თინათინ ერქვანია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი

7. ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი

8. ალექსანდრე კობაიძე - ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე

9. ლევან კოკორაშვილი - ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე

10. ნუგზარ კოხრეიძე - ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე

11. გიორგი მარიამიძე - ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი

12. სერგო მახარაძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი

13. მაკა მინდიაშვილი - ა(ა)იპ „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი

14. ჯემალ ნათელაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

15. ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი

16. ქეთევან ჩაჩავა - ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი

17. გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი

18. იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამენტის წევრი

19. ნაზი ჯანეზაშვილი - ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი

„ვიცით, რომ არის შეფასების 4 კრიტერიუმი, ეს არის რეპუტაცია, მიუკერძოებლობა, განათლება და გამოცდილება. 13 ოქტომბრის ჩათვლით, წარმოადგენენ შეფასებებს და შემდეგ უკვე პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს და პარლამენტის 7-კაციან ჯგუფს ექნება შესაძლებლობა, 21 ოქტომბრის ჩათვლით დაასახელონ მათი კანდიდატი. დასახელდეს უნდა მინიმუმ 7 კანდიდატი იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, ცხრა კაციანი კომისია იმუშავებს. კომისია სახალხო დამცველის კანდიდატებს მოუსმენს და მათ შეაფასებს. შემდეგ კი, პროცესი პარლამენტში გაგრძელდება. სახალხო დამცველის კანდიდატებს მოუსმენენ საკომიტეტო ფორმატში, არჩევანს გააკეთებენ ფრაქციები და პოლიტიკური ძალები. მმართველი პარტია კანდიდატის წარდგენის პროცესში არ ჩაერთვება. სახალხო დამცველის არჩევას 90 ხმა სჭირდება.