მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იან კელი: პომპეო საქართველოში მხოლოდ მთავრობას ხვდება, ეს შეცდომაა 

ყოფილი ელჩი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლის საკითხს ეხმაურება. 

მისი შეფასებით, როდესაც საქართველოში არჩევნების შედეგი სადავოა და პომპეო მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება, შეცდომაა.

„პომპეო საქართველოშია. როდესაც არჩევნების შედეგები სადავოა, ის მხოლოდ მთავრობას ხვდება, ეს შეცდომაა“,- წერს „ტვიტერში“ იან კელი.

ინფორმაციისთვის, ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✴️ ვინ შეიძლება შეცვალოს მაიკ პომპეო აშშ-ში?

✴️ პომპეოს თურქეთში არც პრეზიდენტი, არც საგარეო საქმეთა მინისტრი არ შეხვდა