პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი
1652550582
დაკოპირებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიმდინარე წლის 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან.

შეხვედრებზე განხილული იქნება ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ქართული მხარის მიერ შევსებული ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.