მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმ ხელისუფლების დროს უფრო მაგრად ტიროდნენ შვილმკვდარი დედები თუ ახლა უფრო? აუტანელია უკვე ამის ყურება“ - თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, 40 წელია დევნილების პრობლემა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა, რაც მოქალაქეების მხრიდან უკიდურესი პროტესტის და სუიციდის მიზეზი ხდება. 

„ხელისუფლება, რომელიც დაქირავებულია, არ ემსახურება ხალხს, აშიმშილებს, ხალხი უკვე ფანჯრებიდან ხტება, კლავენ ჟურნალისტებს. შემდეგ იმ პარტიას, რომელიც ამას აკეთებს, აწინაურებენ თუ კვალიფიციურად აცხადებენ, ყოველ შემთხვევაში, აძლევენ იუსტიციაში რეგისტრაციის საშუალებას. ახლა კითხვა ჩნდება, რა შუაშია ოპოზიცია? ოპოზიცია ხალხისგან შევდგებით. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და ერთმანეთს მოვემსახუროთ.

ოპოზიცია შუაში აღარაა და არავინ აღარაა შუაში, როცა ხელისუფლება არ ასრულებს თავის მოვალეობას. ხალხი ვერ ყიდულობს წამალს. 40 წელია ისეთი უგვანი ხელისუფლებებია მუდმივად, რომ დღეს დევნილებს ვუსმენდი და ცუდად გავხდი. 

მართლა რა გახდა ხალხო, რომ ამ ხალხმა ვერასდროს ვერ იგრძნო [ზრუნვა]. სახლი რომ დამეწვას და ღმერთმა არ ქნას, ვინმეს რამე რომ შეემთხვას, ზუგდიდელს და ქუთაისელს უნდა ვკითხო სად ვიცხოვრებ? რას მეუბნებით, სადაც მინდა იქ ვიცხოვრებ, ყველგან ჩემი სამშობლოა, საქართველოა ეს კაცო. რა გახდა, რომ 40 წელი ვერასდროს ვერ ვაგრძნობინეთ ხელისუფლებამ, რომ ეს არის მათი მიწა, მათი ქვეყანა“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა. 

მისი თქმით, დევნილების პრობლემის ირგვლივ მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, პირადად მას პოლიტიკა არ უღირს იმად, რომ ადამიანები მსგავსი პრობლემების გამო თავს იკლავდნენ. 

„ამ საკითხის ირგვლივ ერთად დავდგეთ და მერე ყველა პარტიას კისერი უტეხია. უკვე აუტანელია ამის ყურება. ვერ წარმომიდგენია აქ ცხოვრება. პოლიტიკა ამად არ მიღირს, რომ ჩემს ქვეყანაში, თბილისში, ხტებოდეს დიღომში ვიღაც და ბედავდეს პრემიერ-მინისტრი, რომ სამძიმარზე არ მივიდეს. არ მინდა რა, ეგეთი არაფერი მინდა, არც პოლიტიკა, არც პარტია, არაფერი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

ინფორმაციისთვის, თბილისის ზღვის მიმდებარედ, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. 

მათი განცხადებით, 30 წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

16 იანვარს, თბილისში, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან დევნილი მამაკაცი გადახტა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „კავშირი სასმელსა და თვითმკვლელობას შორის არ არსებობს“ - სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები განცხადებას ავრცელებენ

👉 „თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ შეთავაზებულ თანხად შესაძლებელია ბინების შესყიდვა, ეს ვალდებულება საკუთარ თავზე უნდა აიღონ“ - ლომჯარია სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებზე

👉 „მთელი ღამე ვერ დავიძინე, შემძრა დევნილის ტრაგედიამ“ - სააკაშვილი