მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმედია, ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა, ყველა ზომა მიიღოს ევროპის კავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“ - დიპლომატები

ქართველი დიპლომატები

ქართველი დიპლომატები უკრაინა-მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის კი ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხს გამოეხმაურნენ. 

როგორც ქართველი დიპლომატები აცხადებენ, ძალიან დასანანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს განცალკევება და საქართველო გამოეყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს, სადაც ის სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა და საუკეთესო რეფორმატორად მოიაზრებოდა. 

ამასთან, ქართველი დიპლომატები იმედოვნებენ, რომ ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულებების თანახმად ყველა ზომა მიიღოს ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. 

„როგორც მოსალოდნელი იყო 23 ივნისს ევროკავშირის საბჭომ სრულიად გაიზიარა ევროკომისიის რეკომენდაცია და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მხოლოდ უკრაინას და მოლდოვას, ხოლო საქართველოს მომავალში სტატუსის მისაღებად კონკრეტული პირობები განესაზღვრა. 

ძალიან დასანანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს განცალკევება და საქართველო გამოეყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს, სადაც ის სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა და საუკეთესო რეფორმატორად მოიაზრებოდა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან ქართული დიპლომატიის ამოსავალ წერტილს და უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს მაქსიმალურად და სწრაფად დაბრუნება ევროპულ ოჯახში და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში შეუქცევადი ინტეგრაცია. 

უკიდურესად დასანანია, რომ ამ უნიკალურ ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ინტენსიური მუშაობის და ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევის ნაცვლად ბოლო პერიოდში მათი მხრიდან ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო გამწვავდა. 

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ასევე თანმიმდევრულად გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და საშუალება არ მისცა პროფესიონალ ქართველ დიპლომატებს შეესრულებინათ მათი უმთავრესი ამოცანა უზრუნველეყოთ არსებულ რეალობაში ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა. 

მიუხედავად ამისა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულებების თანახმად ყველა ზომა მიიღოს ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. 

ყველა იმ ქართველ დიპლომატს ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი შეუძლია ამ განცხადებას შეუერთდეს“, - აცხადებენ ქართველი დიპლომატები. 

ინფორმაციისთვის, 23 ივნისს უკრაინას და მოლდოვას ევროპულმა საბჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივას. 

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. 

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე: 

🔴  ომი არ არის მოთხოვნა, რომელსაც ევროკავშირი რომელიმე ქვეყანას უყენებს, ევროკავშირის დნმ-ში ასეთი სიტყვა არ ზის - ვანო ჩხიკვაძე

🔴  ევროპული პერსპექტივა დასაკნინებელი არ არის, როგორც ეს ზოგიერთმა გადაწყვიტა - გია ვოლსკი

🔴 „საქართველომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ევროპულ გზაზე“ - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი