მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმედია, ოპოზიცია არ აპირებს, შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს - სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი

ფრაქცია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ახალ ინიციატივას აფასებს და აცხადებს, რომ დეპოლარიზაციის გეგმა გაწერილი იყო მიშელის დოკუმენტში, რომლის პირობებიც ხელისუფლებამ დაარღვია. 

სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ დეპოლარიზაციის გეგმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს წარადგინა, უაზრო თამაშია, რომელშიც ოპოზიცია ხელისუფლებას არ უნდა შეჰყვეს.

„დეპოლარიზაციის გეგმა გაწერილია უკვე მიშელის შეთანხმებაში, რომლის შესრულებაც პირველი მოთხოვნაა ევროკავშირის პირობებს შორის. არ მომისმენია, რომ „ოცნება“ აპირებს ამ შეთანხმების აღდგენას. 12 კომიტეტის შექმნა, მათ შორის ცენზურის, ე.წ. პოლარიზაციის მონიტორინგის კომიტეტის სახით, არაა ევროკავშირის მოთხოვნა. ამ სისულელეში, იმედია, ოპოზიცია არ აპირებს შეჰყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს“, - წერს ფრაქცია „ლელოს“ წევრი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფს ქმნის. როგორც პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეპოლარიზაციაა, რომლისთვისაც უნდა გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პოლარიზაციის აღმოფხვრის მიზნით პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „საკმაოდ კომპლექსური რეკომენდაციებია, საქმე უნდა გააკეთოს მთავრობამ“ - ჩეხეთის ელჩი რეკომენდაციების შესრულებაზე

✔️ „ახლა იმის დრო არ არის, რომ პარლამენტმა ორ თვიანი შვებულება გამოაცხადოს“ - თინა ხიდაშელი

✔️ „დასაკარგი დრო არა არის“ - დეგნანი ევროპული საბჭოს რეკომენდაციების აღსრულებაზე

✔️ „სიმბოლურ გზავნილებსაც დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს“ - ბელგიის პრემიერი

✔️ „შეთანხმებული მოქმედებების დროა“ - კარლ ჰარცელი