პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილი: ჩემთვის არ იყო ცნობილი ამ აქციის შესახებ, მაგრამ ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს

ჩემთვის არ იყო ცნობილი ამ აქციის შესახებ, მაგრამ ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს
1635276416
დაკოპირებულია

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ გუშინ, რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყო და არც აქციის მონაწილეებს იცნობს.

როგორც ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ყველა ადამიანი საკუთარი ცხოვრების წესიდან გამომდინარე იღებს საზოგადოებიდან გარკვეულ რეაქციებს.

„ჩემთვის ნამდვილად არ იყო ცნობილი რა აქცია იმართებოდა, როცა ვიდეოკადრი ჩამიგდეს, მაშინ ვნახე იქ რაც ხდებოდა. ერთი თემა ის არის, რომ ყველა ადამიანს თავისი გამოხატვის უფლება აქვს, ეს დემოკრატიის პრინციპია, თუმცა როცა ვინმეს ღირსება ილახება, დემოკრატია მაინცდამაინც აღარ მუშაობს.

უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ყველა გარკვეულ რეაქციას თავისი ცხოვრების წესით იმსახურებს და ალბათ, რაც იქ ხდებოდა, ვის წინააღმდეგაც იყო მიმართული, იმ ადამიანმა თავისი ცხოვრების წესით, მისი გაკეთებული საქმეებით დაიმსახურა.

გულწრფელად გეტყვით არც ვიყავი ინფორმირებული თუ ასეთი აქცია იგეგმებოდა, რამდენიმე მათგანი ჩემთვის ნაცნობია, უმრავლესობა არც კი ვიცი, ვინ იყო, მაგრამ ერთს ვიტყვი ხაზგასმით, რომ ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ცნობისთვის, რუსთავის ციხესთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 26-ე დღეა, შიმშილობს, ქუთაისიდან ჩასულმა 50-მდე ადამიანმა აქცია გამართა, რომლის დროსაც ისინი მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ აგინებდნენ.

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია

„ვიწყებთ პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინას შეტანის გამო“ - „დრო...

„ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
1638725637
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 3 დეკემბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
1638770790
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
1638734104
იორდანიის საავადმყოფო

იორდანიაში კოვიდინფიცირებულის არასწორად მკურნალობის გამო ჯანდაცვის 5 მ...

იორდანიის სასამართლომ ჯანდაცვის 5 მაღალჩინოსანს კოვიდინფიცირებული პაციენტების არასწორად მკურნალობის გამო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი საინფორმაცი...
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
„ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს სააკაშვ...
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.
GITA-ს ორგანიზებით ქუთაისში პრეაქსელერაციის პროგრამა დაიწყო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და  VREX-თან თანამშრომლობით, ქუთაისში  პრეაქსელერაციის პროგრამა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (#სრიგპ) ხორციელდება. დამწყები ნოვატორები გაივლიან სასწავლო კურსს, რომლის  მიზანია რეგიონში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, სტარტაპ იდეების ფორმირება, განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.