პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს

ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს
1635278280
დაკოპირებულია

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც მომავალი წლიდან იგეგმება, კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას მკაფიოდ იქნა გაცხადებული, რომ უკვე მომავალი წელს იქნება ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, სავარაუდოდ, საუბარი იქნება რამდენიმე ათეული მილიონის დამატების შესახებ საწყის ბიუჯეტზე, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტი გავაკეთოთ ქალაქის მასშტაბით, ასევე მნიშვნელოვანი თემაა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად უნდა განვახორციელოთ.

პრემიერ-მინისტრმა თავად განაცხადა ამის შესახებ და ეს არის ელექტრომობილების ქარხნის საკითხის ბოლომდე მიყვანა იმ კომპანიის ჩართულობით, რომლის ინიციატორი გახლდათ ამ ქარხნის მშენებლობის და დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება შორეული პერსპექტივა ჩვენი ქალაქისთვის. მართალია, ობიექტური მიზეზების გამო, ამ ქარხნის მშენებლობა ვერ დაიწყო იმ ვადებში, რომელიც დაანონსებული იყო, თუმცა სახელმწიფომ უკვე მხარდაჭერა გამოუცხადა ამ საკითხს, ამ ბიზნესს და ისევ გაგრძელდება და მივა ბოლომდე“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირაპირი ჩართვისას.

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
1638304880
ელექტრომომარაგება

თბილისის უბნები, რომლებსაც 1-ელ დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ დეკემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე: სარგებლის მიღება სამივე ჩვენგანს შეუძლია,...
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.