პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილი: მადლობა თითოეულ მხარდამჭერს და ყველას, ვინც საკუთარი არჩევანი გააკეთა

ქუთაისის მერობის კანდიდატი
1633349045
დაკოპირებულია

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მადლობას უხდის თითოეულ მოქალაქეს, ვინც არჩევნებში საკუთარი პოზიცია საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირა.

„ქუთაისში ადგილობრივი არჩევნები მშვიდად, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა. მეამაყება, რომ ჩემმა თანაქალაქელებმა უხმაუროდ, დაპირისპირებების გარეშე დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. მადლობა თითოეულ თანაქალაქელს, ვინც მხარი დამიჭირა და, ასევე, მადლობა იმ თანაქალაქელებსაც, რომელთაც, მართალია, მხარი არ დამიჭირეს, მაგრამ გადადეს ყველა საქმე და თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს ქვეყნის წინაშე საარჩევნო უბნებში მისვლით და სასურველი კანდიდატებისთვის ხმის მიცემით“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

იოსებ ხახალეიშვილმა მადლიერება გამოხატა ქართული ოცნების გუნდის მიმართ.

„მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც მშვიდი საარჩევნო გარემო უზრუნველყო . სწორედ ასე მაღალი პასუხისმგებლობით, ორგანიზებულად, დემოკრატიული პრინციპების ზედმიწევნით დაცვით უნდა წარიმართოს.

ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ყველა წევრს, არჩევნებში ჩართულ თითოეულ ადამიანს, რომლებმაც მუხლჩაუხრელად იმუშავეს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში და ჩვენს ასიათასობით თანაქალაქელთან მიიტანეს ჩვენი ძირითადი მესიჯები.

მადლობა მათ, ვინც არა მარტო ჩემთვის, არამედ თითოეული კანდიდატის წარმატებისთვის გვერდით დაგვიდგა და თავდაუზოგავად იმუშავა.“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კორონავირუსის ახალი შტამი

„ომიკრონს“ „დელტასგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს

„ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებს „დელტა“ შტამით დაავადებულთაგან განსხვავებული სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკაში იმ ექიმმა განაცხადა, რომელმაც ახალი შტამის შემთხვევები პირველმა გამოავლინა. 
1638192138
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ონლაინ ფორმატში საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს პიერ კლუესა და რეგიონულ ატაშეს გილენ ვიდალ ჟიროს შეხვდა. შეხვედრაზე კინოინდუსტრიის განვითარების საკითხზე  იმსჯელეს.
1638194191
ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ონლაინ სათამაშო ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმების შესახებ საუბრისას.
1638193985
საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება ბოლო პერიოდში ინტერნეტსა და მედია სივრცეში  გენდერული თანასწორობის თემაზე წამოწყებულ კამპანიას - „მაროს სახელით“ - სადაც წარმოდგენილი ლარის კუპიურა (19-ლარიანი კუპიურა) მიმოქცევის ბანკნოტების დიზაინისა და დამცავი ნიშნების სტილისტიკითა და რეკვიზიტების მიხედვითაა შექმნილი.
1638193796
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ ენრიკო ვალვოს მადლობა გადაუხადა იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. იტალიელ დიპლომატთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა იტალიის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაუმჯობესებაში.
1638193424
პროკურორი ჯარჯი წიკლაური

ჯარჯი წიკლაური გირგვლიანზე - 28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრე...

„28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს, ეს დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით და ამაზე ბრალდებული სააკაშვილი გვითითებს, რომ „პიარულია“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პროკურორი ჯარჯი წიკლაური სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. 
სტალინის შვილთაშვილი მის გადასვენებას მოითხოვს
საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის შვილთაშვილმა სელიმ ბენსაადმა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მიმართა, რათა სტალინის გადასვენება მოხდეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.  
ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურმა საერთაშორისო კონფერენციის მონა...
„აუდიტის, რისკისა და შესაბამისობის“ პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებელთა საერთაშორისო კონფერენცია (Audit, Risk and Compliance User Group Conference - 2021) ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა.
პროკურორი: დღევანდელ პროცესზე ბრალდებული სააკაშვილისგან მოვისმინეთ ყვე...
მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე სიტყვით გამოსვლა საქმეს არ ეხებოდა.