პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილი: ნინო ბურჯანაძის გამოჩენამ გარკვეულად გაუსვა ხაზი იმ ფიქრს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის

ნინო ბურჯანაძის გამოჩენამ გარკვეულად გაუსვა ხაზი იმ ფიქრს, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ჩვენი ქვეყნისთვის
1635279904
დაკოპირებულია

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

„მინდა გამოვეხმაურო ჩვენი ოპონენტების გუშინდელ წარდგენას, პლაგიატიც „მოსული“ ყოფილა ჩვენი ოპონენტებისთვის. ძალიან ბევრი თემა, რომელიც მათ მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა. უკვე ძალიან წინ ვართ წასული სწორედ იმ თემებში, რაც ჩვენმა ოპონენტებმა გუშინ წარმოუდგინეს ჩვენ თანაქალაქელებს თითქოსდა მათ ნააზრევად, ნაფიქრალად და მომავალ თემად.

პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ შერიფის თემა სასაცილო თემაა იმიტომ, რომ კანონიც კი არ არსებობს ამის შესახებ საქართველოში და თუ ვინმეს ილუზია აქვს იმის, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტის მერს შეუძლია არჩევნები ჩაატაროს შერიფი და პოლიციის ხელმძღვანელი აირჩიოს ქალაქში, მინდა, გითხრათ, რომ ეს მტკნარი სიცრუე გახლავთ. ალბათ, ქუთაისელები ძალიან კარგად მიხვდებით ამ ჩანაფიქრის შინაარსს", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაშიც" ძალიან დიდი უკმაყოფილებაა ხატია დეკანოიძის ქუთაისის მერობასთან დაკავშირებით.

„თვითონ ქუთაისელი ნაციონალებიც კი არ იღებენ და ვერ იღებენ ამ ადამიანს. გუშინდელ წარდგენაზე „ნაციონალების“ ყველაზე დიდი სახე გახლდათ ნინო ბურჯანაძე, ადამიანი, პოლიტიკოსი, რომლის კარიერაც თავიდან ბოლომდე აფილირებულია რუსეთთან, რუსულ პოლიტიკასთან და ალბათ, დამერწმუნებით, რომ ნინო ბურჯანაძის გამოჩენამ გარკვეულად გაუსვა ხაზი იმ მიმართულებას და იმ ფიქრს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სატელიტ პარტიებთან ერთად აპირებს ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის", - განაცხადა ხახალეიშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი წარდგენის შემდეგ ქუთაისელებს 30 ოქტომბერს არჩევანი გაცილებით გაუადვილდებათ.

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
1638304880
ელექტრომომარაგება

თბილისის უბნები, რომლებსაც 1-ელ დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ დეკემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე: სარგებლის მიღება სამივე ჩვენგანს შეუძლია,...
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.