პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს

პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოგზავნონ მოახლოებულ არჩევნებზე
1631914592
დაკოპირებულია

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ნდობის გაჩენისა და შეთანხმების მიღწევისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა მედიაციის პროცესში ჩართულობისთვის მადლობა ასევე გადაუხადა ამერიკელ კოლეგებს.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლის როლის შესრულება აბსოლუტურად ჩემი ინიციატივა იყო. ჯერ ჩავედი პრეზიდენტ ალიევთან, მე მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო მის მიმართ. აზერბაიჯანელებს მართლაც ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს. მასთან მქონდა საუბარი და იქ დაიბადა ეს იდეა. შემდეგ ჩავედი ერევანში, ბატონ ფაშინიანთან. მის მიმართ მინდა, რომ პატივისცემა გამოვხატო და მინდა მადლიერება გამოვხატო იმ ნდობისთვის, რომელიც პირადად მე გამომიცხადეს პრეზიდენტმა ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა. ნდობაზე დაეფუძნა ეს ყველაფერი, სპონტანურად განვითარდა ეს იდეა. ვიზიტები იყო მაისში, მთელი მაისი ვიმუშავეთ, არაერთი სატელეფონო ზარი მქონდა პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ ფაშინიანთან და ბოლოს იყო ჩემი რამდენიმე საათიანი, ღამის ორ საათამდე საუბარი ორი ქვეყნის ლიდერთან და მადლობა ორივე ლიდერს, რომ ეს ნდობა გაჩნდა და შეთანხმება შედგა. რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ პროცესში და ჩვენ ერთად გავაკეთეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

„განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ -...

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლზე, „ომიკრონით“ ინფიცირების სიმძიმესა და პანდემიის მართვაზე საუბრობს. 
1642516437
„დაახლოებით 3-ჯერ მცირდება იმ ადამიანებში გადადების რისკები, ვინც არიან სრულფასოვნად ვაქცინირებულები“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. 
1642506217
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „იმედის“ ეთერში, იმის შესახებ ისაუბრა თუ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი.
1642499801
ევროპარლამენტის ზამთრის სესიის პირველი პლენარული სხდომა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ მარია სასოლის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ღონისძიებით გაიხსნა, სადაც  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ლევან ქარუმიძესთან ერთად, იმყოფებოდა.
1642523788
„წაკითხული მაქვს ნიურნბერგის პროცესის შესახებ მასალები, სტატიები ამა თუ იმ მკვლელის, მანიაკისა და დიქტატორის შესახებ და არსად შემხვედრია მათი ადვოკატების მოთხოვნა დამნაშავე, რომლის ბრალეულობა არამც თუ სასამართლომ დაამტკიცა, არამედ საზოგადოება უფრო მეტი დანაშაულის ჩადენას ედავება, დაზარალებულად ყოფილიყო ცნობილი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ გიორგი მშვენიერაძეს, რომელმაც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა. 
1642523197
ფეისბუკმომხმარებელი ნინო ფოჩხუა

მორალისგან და სინდისისგან როგორი დაცლილი უნდა იყო, თან იურისტი, გაუბედ...

„არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, აი, ეს არის, რასაც ჩვენ გვიკეთებს უსინდისო ადამიანთა ჯგუფი“, - ასე ეხმიანება Facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ გიორგი მშვენიერაძეს, რომელმაც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა. 
„ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო ჯგუფის შეფასებებს“ - კარლ ჰარც...
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, დიპლომატიური ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესებს და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის შეფასებებს ელოდება. 
ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს და რ...
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, იულიან  კიფუს და  რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რაზვან როტუნდუს შეხვდა.
„ეს შეიძლება იყოს აგრესიის დასაწყისი“ - სააკაშვილი უკრაინაში რუსი დიპლ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რუსი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.