პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტებისას მხარეებისგან მოვისმინე, რომ იყო რუკების და ტყვეების პრობლემა, შუამავლის როლის შესრულების ინიციატივა ჩემს თავზე ავიღე, ჩემივე ინიციატივით მოხდა ამერიკელი კოლეგების ჩართვაც

თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი
1631914078
დაკოპირებულია

„აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტებისას მხარეებისგან მოვისმინე, რომ იყო რუკების და ტყვეების პრობლემა, შუამავლის როლის შესრულების ინიციატივა ჩემს თავზე ავიღე, ჩემივე ინიციატივით მოხდა ამერიკელი კოლეგების ჩართვაც, ფილიპ რიკერის ვიზიტი ამ ინიციატივის გამოძახილი იყო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ილჰამ ალიევს და ნიკოლ ფაშინიანს პირადად მის მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შუამავლის როლის შესრულების იდეა სპონტანურად განვითარდა, ეს ყველაფერი კი ნდობაზე დაეფუძნა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, პირველი პრეცედენტი შეიქმნა იმის, რომ საქართველომ წარმატებული მედიაცია შეძლო და ორ მეზობელ ქვეყანას შორის შუამავლის როლი შეასრულა.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლის როლის შესრულება აბსოლუტურად ჩემი ინიციატივა იყო. ჯერ ჩავედი პრეზიდენტ ალიევთან, მე მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო მის მიმართ. აზერბაიჯანელებს მართლაც ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს. მასთან მქონდა საუბარი და იქ დაიბადა ეს იდეა. შემდეგ ჩავედი ერევანში, ბატონ ფაშინიანთან. მის მიმართაც მინდა, რომ პატივისცემა გამოვხატო და ასევე, მინდა მადლიერება გამოვხატო იმ ნდობისთვის, რომელიც პირადად მე გამომიცხადეს პრეზიდენტმა ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა. ნდობაზე დაეფუძნა ეს ყველაფერი, სპონტანურად განვითარდა ეს იდეა. მოვისმინე ორივე მხარისგან, ლიდერებისგან პრობლემა, რომელიც მათ შორის არსებობდა. ერთის მხრივ იყო რუკების პრობლემა და მეორეს მხრივ იყო ტყვეების პრობლემა.

ავიღე ეს ინიციატივა, ჩვენს ამერიკელ კოლეგებთანაც გვქონდა საუბარი და ჩემი ინიციატივით მოხდა ამერიკელი კოლეგების ჩართულობაც. ფილიპ რიკერის ვიზიტი, რომელიც განხორციელდა, გამოძახილი იყო ამ ინიციატივისა, რომელიც მე მივაწოდე ჩვენს ამერიკელ კოლეგებს. მადლიერი და მოხარული ვარ, რომ პირველი პრეცედენტი შეიქმნა ბოლო 30 წლის განმავლობაში, როცა საქართველომ წარმატებული მედიაცია შეძლო და ორ მეზობელ ქვეყანას შორის შუამავლის როლი შეასრულა. ვიზიტები იყო მაისში, მთელი მაისი ვიმუშავეთ, არაერთი სატელეფონო ზარი მქონდა პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ ფაშინიანთან და ბოლოს იყო ჩემი რამდენიმე საათიანი, ღამის ორ საათამდე საუბარი ორი ქვეყნის ლიდერთან და მადლობა ორივე ლიდერს, რომ ეს ნდობა გაჩნდა და შეთანხმება შედგა. რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ პროცესში და ჩვენ ერთად გავაკეთეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია

„ვიწყებთ პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინას შეტანის გამო“ - „დრო...

„ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
1638725637
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
1638734104
იორდანიის სასამართლომ ჯანდაცვის 5 მაღალჩინოსანს კოვიდინფიცირებული პაციენტების არასწორად მკურნალობის გამო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1638732621
მცირე ზომის თვითმფრინავი

აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ abcnews იუწყება. 
„ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს სააკაშვ...
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.
GITA-ს ორგანიზებით ქუთაისში პრეაქსელერაციის პროგრამა დაიწყო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და  VREX-თან თანამშრომლობით, ქუთაისში  პრეაქსელერაციის პროგრამა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (#სრიგპ) ხორციელდება. დამწყები ნოვატორები გაივლიან სასწავლო კურსს, რომლის  მიზანია რეგიონში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, სტარტაპ იდეების ფორმირება, განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს, და ლ...
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია იწყება.