პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიგებთ არჩევნებს

ღარიბაშვილი თავდაცვის უწყებაში
1631911817
დაკოპირებულია

„მე პირადად მოვიარე 63 მუნიციპალიტეტი და პირადად წარვადგინე ჩვენი მერობის კანდიდატები. ყველგან ვიყავი ჩასული. ძალიან მაგარი განწყობაა იმ მიმართულებით, რომ ჩვენი პარტია და პარტიული აქტივი არის ძალიან მობილიზებული და ამ მიმართულებით ძალისხმევა არ მოვაკელით. ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიგებთ არჩევნებს და ამას წინ ვერავინ ვერ დაუდგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო გარემოზე გაამახვილა ყურადღება.

„რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, ფონი ვინ გააფუჭა თქვენ იცით, ამ სიბინძურის გამოყრით და გაუგებარი ცნობების, მე და თქვენ რომ დავბეჭდოთ ამ ვორდის ფაილში, იგივეა. ამით მათ სცადეს ამ ფონის გაუარესება, თუმცა ჩვენ მშვიდად ვუყურებთ, მივალთ არჩევნებამდე მშვიდად, მტკიცედ, დავაფიქსირებთ არჩევნებს, მოვიგებთ ამ არჩევნებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. 3 წელი გვექნება მშვიდობიანი განვითარების პერიოდი. ამ 3 წელში მე ვაპირებ ძალიან ბევრი მაგარი საქმის გაკეთებას, იქნება ეს სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით გადადგმული მასშტაბური საქმეები, ადგილობრივი წარმოების განვითარება, 1 300-ზე მეტი საწარმოს დაფინანსება, 2.5 მლრდ. ჩავდოთ ამ ადგილობრივი წარმოების განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდის გამოყოფას ვიწყებთ მომდევნო წლების განმავლობაში. ტურიზმის მიმართულებით, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა შევქმნათ ახალი ტურისტული ადგილები, ახალი სამუშაო ადგილები. მინიმუმ, ეს ყველაფერი გააჩენს 100 000 ახალ სამუშაო ადგილს. ეს არის ჩემი მთავარი საზრუნავი და არა ეს გაუგებრობა, რაც ხდება ახლა აქ, სამარცხვინო გაუგებრობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.