პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი
1635272069
დაკოპირებულია

ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა თბილისის მერ კახი კალაძეს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა და ამ მართლაც არაჩვეულებრივი, განახლებული გუდიაშვილის მოედნის გახსნა. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომელმაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაელამაზებინა ჩვენი უნიკალური და ულამაზესი დედაქალაქი.

ვიმყოფებით რა ამ ისტორიულ უბანში, კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და მართლაც უნიკალური ქალაქი გვაქვს ჩვენ, ქართველებს და ამ პროცესში კახამ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა.

მინდა ამ უბნის ყველა მცხოვრებლებს მივულოცო დღევანდელი დღე. დღეს 200-მდე ოჯახი განახლებულ საცხოვრებელ სახლებში შევიდა და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მოვლენაა მათთვის. ვულოცავ ყველას და ვუსურვებდი, რომ მომდევნო 4 წელიწადში კახამ შეძლოს კიდევ მრავალი ასეთი პროექტით გაახაროს თბილისი და თბილისელები. ვულოცავ კიდევ ერთხელ თბილისს, მინდა კახას გადავუხადო კიდევ ერთხელ მადლობა და ვუსურვო ასეთი შემართებით ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას ითხოვს“ -...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0763 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიცდღეს მოქმედებდა, 3.0794 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთანმიმართებით 0.31 თეთრი შეადგინა.
1643029759
ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი აპირებს, რომ უკრაინას 1.2 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტი შესთავაზოს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1643029419
გურჯაანში, კოლაგის ტყეში ბრმა ტყვიას კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სანადიროდ წასული ორი პირიდან ერთ-ერთმა თანასოფლელი შემთხვევით გასროლილი ტყვიით სასიკვდილოდ დაჭრა.
1643026412
საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ელექტროენერგიის კომუნალურ სეგმენტში პრობლემების მინიმუმამდე დაყვანისთვის. კერძოდ, დაინერგა მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემა, რითაც მოწესრიგდა მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვიანობა. როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, მრიცხველები, მთელი თბილისის მასშტაბით ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება. ახალი სისტემის ამოქმედება ნიშნავს, რომ აღარ ექნება ადგილი არასწორი საფეხურებრივი ტარიფით დარიცხვის შემთხვევებს, იმოქმედებს გადახდის სპეციალური, მორგებული ვადები პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. 
1643032164
გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხ...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში მისიის ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომა გახსნა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შალვა პაპუაშვილი: დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება...
„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინიდან საელჩოს თანამშრომელთა ნაწილი გაიყვანა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინიდან საელჩოს თანამშრომელთა ნაწილი გაიყვანა, ეს გადაწყვეტილება რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის მატების პარალელურად იყო მიღებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.