მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი დავით კეზერაშვილზე - თავდაცვის სამინისტროდან ათეულობით მილიონი დოლარი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არის გადარიცხული და დღემდე არსებობს 300 მილიონამდე ოფშორული კომპანიების დებიტორული დავალიანებები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

„თავდაცვის სამინისტროდან ათეულობით მილიონი დოლარი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არის გადარიცხული და დღემდე არსებობს 300 მილიონამდე ოფშორული კომპანიების დებიტორული დავალიანებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თავდაცვის სამინისტროდან დავით კეზერაშვილის მინისტრობის დროს ფული გადარიცხეს და არც შეიარაღებაა შემოსული და არც ტრენინგი ჩატარებულა, ეს მძიმე დანაშაული კი მას უკვე დაუმტკიცდა და სასჯელიც მიესაჯა.

„დავით კეზერაშვილს მიესაჯა და დამტკიცდა ის მძიმე დანაშაული, რაზედაც მე ვსაუბრობდი და არა მხოლოდ მე, მთელი ჩვენი გუნდი საუბრობდა. თავდაცვის სამინისტროდან ათეულობით მილიონი დოლარი გადარიცხულია აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, დღემდე არსებობს ოფშორული კომპანიების დებიტორული დავალიანებები 300 მილიონამდე, ფული გადარიცხულია, არც შეიარაღებაა შემოსული, არც ტრენინგი ჩატარებულა და არაფერი. ეს არის ჩვენს შორის განსხვავება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.