პოლიტიკა

პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე: სარგებლის მიღება სამივე ჩვენგანს შეუძლია, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Pia.ge
1638290502
დაკოპირებულია

„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ იკისრეს ვალდებულება, კომპლექსური რეფორმების გზას დასდგომოდნენ, რათა საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმები თანხვედრაში მოეყვანათ ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კიევში ხელმოწერილი ერთობლივი მემორანდუმის შემდეგ ბათუმში გაფორმებული ლიდერთა დეკლარაციის საფუძველზე, ასოცირებული ტრიო შეთანხმდა, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელებენ.

„შვიდი წლის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველ, თავისუფალ სავაჭრო სივრცეს მოიცავს, ჩვენმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება, კომპლექსური რეფორმების გზას დასდგომოდნენ, რათა საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმები თანხვედრაში მოეყვანათ ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

ეს ვალდებულება დღეს კიდევ უფრო მტკიცედ გვაქვს გაცნობიერებული.ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში, სამივე ჩვენგანს შეგვიძლია საკუთრივ ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება.კიევში ხელმოწერილი ერთობლივი მემორანდუმის, შემდეგ კი ბათუმში გაფორმებული ლიდერთა დეკლარაციის საფუძველზე, ასოცირებული ტრიო შევთანხმდით, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებით - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაბამისად, რათა ერთიანი ძალისხმევით სრული სარგებელი მივიღოთ ამ შეთანხმებებიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი

რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის...

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1642952822
„გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა. 
1642950240
„სტაციონარული მომსახურება ბავშვებში 2-ჯერ გაიზარდა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1642947563
„ბოროტი პოლიტიკოსები ანადგურებენ იმ ადამიანებს, ვინც ინარჩუნებს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 
1642946133
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ყატარში ჩატარდა. 
1642940221
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგ...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  დააფიქსირა თავისი მოსაზრება, იმის შესახებ თუ როდის დასრულდება რუსეთის აგრესია. 
გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
„იაფფასიან სპეკულაციებს თავი დაანებეთ, სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, „მთავარი არხის“ ეთერში ვაშლის ბაღების გაჩეხასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის თანახმად ადგილობრივებმა ვაშლის ბაღების გაჩეხა დაიწყეს.
1642944051
ციციშვილის კლინიკაში 3 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
„ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.