პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ახალ საარჩევნო მოდელს მაჟორიტარები არ ეწინააღმდეგებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, 2020
1583837497
დაკოპირებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ისეთი საარჩევნო მოდელი ჩამოყალიბებულიყო, რომელიც თანაბრად მისაღები იქნებოდა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, ასევე მაჟორიტარი დეპუტატებისთვის.

შესაბამისად, დეპუტატის თქმით, ახალ საარჩევნო მოდელს, რომელზეც შეთანხმება მოხდა, მაჟორიტარები არ ეწინააღმდეგებიან.

რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, კობახიძის ინფორმაციით, მაჟორიტარებსა და გუბერნატორებთან კონსულტაციები ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით გაიარეს.

აქვე, ირაკლი კობახიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გუშინ, მაჟორიტარებთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი არ ესწრებოდა.

"ამოსავალი წერტილი იქნება ევროსაბჭოს სტანდარტი - თანაბრობის პრინციპი, თუმცა, ამ პრინციპის ფარგლებში, შეიძლება, რომ იყოს გარკვეული სხვადასხვაობა განაწილებებს შორის, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ის კონსულტაციები და ამ კონსულტაციებში ჩართული იყო ყველა მაჟორიტარი დეპუტატი.

რაც შეეხება მათ თანხმობას, ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ჩამოგვეყალიბებინა ისეთი მოდელი, რომელიც თანაბრად მისაღები იქნებოდა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, ასევე, ჩვენი დეპუტატებისთვის, მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატებისთვის. აქედან გამომდინარე, არათუ არსებითი და პრინციპული, წინააღმდეგობა მათი მხრიდან არ არის. მათი მიზანი იყო მაჟორიტარიზმის პრინციპის შენარჩუნება, ეს პრინციპი არის შენარჩუნებული და მათი მიზანი, ასევე, იყო სტაბილურობის სათანადო ხარისხით უზრუნველყოფა და ეს მიზანიც არის მიღწეული ამ ახალ მოდელში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.