მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: დამაჯერებლად მოვიგებთ მეორე ტურს ქარელში, ზაზა გულიაშვილის გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ

„ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მეორე ტურს ქარელის მუნიციპალიტეტში, დარწმუნებული ვართ ზაზა გულიაშვილის გამარჯვებაში,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქარელში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს სრულდება შეხვედრები რეგიონების იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

„დღეს ვასრულებთ შეხვედრებს რეგიონებში, 20 მუნიციპალიტეტში, სადაც იმართება არჩევნების მეორე ტური. ქარელში ჩამოვედით, რომ მხარი დავუჭიროთ ზაზა გულიაშვილს, ძალიან ღირსეულ კაცს, რომელიც გასული რვა წლის განმავლობაშიც ემსახურებოდა ქარელს, მის განვითარებას.

დარწმუნებული ვართ ზაზა გულიაშვილის გამარჯვებაში. შევხვდით პარტიის მხარდამჭერებს და კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ საარჩევნო სამზადისზე, რომელიც გახდება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მეორე ტურს ქარელის მუნიციპალიტეტში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.