პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რიგგარეშე სხდომასა და საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბარი არის სპეკულაცია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge
1632224486
დაკოპირებულია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში არ ტარდება პლენარული სხდომები, ამასთან ერთად, ყველა დეპუტატი მთლიანად გადართულია საარჩევნო პროცესზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე საუბარი მარტივი სპეკულაციაა.

„ასეთ დროს შეუძლებელია სხდომის გამართვა. როცა ეს იცი და მაინც გამოდიხარ ასეთი ინიციატივით, თავისთავად არის სპეკულაცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სპეკულაციაა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

„ვფიქრობ, რომ საუბრები ამ თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ასევე არის სპეკულაცია. ზოგადად, ეს არის სენსიტიური საკითხი. საქმე ეხება სენსიტიურ უწყებას, სფეროს და როდესაც სპეკულაციებით შედიხარ ასეთ სფეროში, მგონი, ეს არ არის ჯანსაღი, თუნდაც პოლიტიკური სვლა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გავრცელებული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომის ჩატარების ინიციატივა „ლელოს“ ეკუთვნის. ფრაქციაში, ამ მიზნით, ხელმოწერებს აგროვებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ არჩევნებამდე, რიგგარეშე სხდომისთვის არ სცალიათ. პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დღეს თქვა, რომ არჩევნების შემდეგ, ამ საკითხზე, სხდომა აუცილებლად ჩაინიშნება.

„არავინ მოგცემთ უფლებას, კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნათ“

„პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“ - დავით გადელია

„რთული სათქმელია, პანდემია როგორ დასრულდება, გადაიქცევა სეზონურ გრიპად თუ  გაქრება, ამის თქმა ძნელია, მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სადღაც მეექვსე მეშვიდე თვიდან პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. 
1642751476
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22–23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
1642756207
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას, დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით, გაასაჩივრებენ.
1642755091
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას კორონავირუსის ახალი ვარიანტის კოვიდ 19-ის შესახებ ფაქტებსა და მითებს უზიარებს. 
1642751122
„შესაძლოა, „ომიკრონმა“ დაასრულოს პანდემია, მაგრამ სამწუხაროდ, შეიძლება, ახალი შტამი გამოჩნდეს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. 
1642745007
ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

გუშინ წალენჯიხაში, „ნაცებთან“ უკვე მერამდენედ გააფორმეს კოალიცია და დღ...

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილის ინტერვიუს ეხმიანება, რომელმაც „ქრონიკას“ განუცხადა, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას გამორიცხავს. 
1642748557
არ დალიოთ ანტიბიოტიკი ექიმისგან დაუკითხავად - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ანტიბიოტიკების გამოყენების შესახებ წერს. 
1642748352
5 052 თბილისი, 861 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 386 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა. 
1642747831
8 767 ინფიცირება, 49 გარდაცვალება, 5 173 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარებ...
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 49 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 173 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.