პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
1635077465
დაკოპირებულია

თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში მოგება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თიანეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ყველა შემთხვევაში საჭიროა ამომრჩევლის და აქტივის მობილიზაცია.

„როგორც მოგეხსენებათ, 20 მუნიციპალიტეტში იმართება მეორე ტური. თიანეთში, სადაც ასევე მეორე ტური იმართება, ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაურის სახით, დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში. მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში არჩევნების მოგება, თუმცა, ყველა შემთხვევაში საჭიროა ამომრჩევლის და ჩვენი აქტივის მობილიზაცია. ზუსტად ამაზე გვქონდა დღეს საუბარი. მას შემდეგ, რაც ლევან წიკლაური გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს, ჩვენ უნდა გადავერთოთ თავიდან ბოლომდე იმ საქმეზე, რასაც ჰქვია თიანეთის განვითარება. ლევან წიკლაური ამ მუნიციპალიტეტში ყველაზე ღირსეული კანდიდატია და თიანეთის განვითარება ღირსეულ ხელში იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინა - რუსეთი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

გამოცემა depo.ua უკრაინელი ჟურნალისტის რუსლან რუდომსკის სტატიას აქვეყნებს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის 4 შესაძლო სცენარზე წერს. 
„ომიკრონი“ ბევრ ადამიანს დაემართება და იმუნურ ფენას ქვეყანაში შექმნის, რაც მძაფრ ტალღებს თავიდან აგვარიდებს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. 
1643214502
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაშლილ კადრებს და პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.
1643197092
უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ქვეყანაში მყოფ ამერიკელ მოქალაქეებს დატოვონ ქალაქი და გაემგზავრონ ახლავე, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.
1643219552
„უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ყველა დაინტერესებული მხარე „საკუთარ სიმართლეს“ აწვება“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე. 
1643219314
ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე Pia.ge

ზურაბ ქადაგიძე: ჯერ ამაზე გაგვეცით პასუხი და დანარჩენზე მერე ვილაპარაკ...

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეო მასალას და იხსენებს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ გავრცელებულ სკანდალურ დოკუმენტს, რომლითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ უღალატა საკუთარ ქვეყანას და საქართველოს სამხედრო ძალები ომის დაწყებაში დაადანაშაულა, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ დაადასტურა რეზოლუციაზე ხელის მოწერით, რომელშიც წერია, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან. რეზოლუციის მე-6 პუნქტში რუსეთის ქმედება საპასუხო შეტევად იქნა მოხსენიებული“.
თელავში ავარიის შედეგად 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე ავარია მოხდა. ავტოავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაშავდა.
უცვლელი რჩება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, ნატო არ შეეგუება მსოფლიოს გავ...
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
ნიკოლოზ სამხარაძე: მივიღეთ მკაფიო გზავნილი, რომ ნატოს ღია კარის პოლიტი...
საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი  პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.