პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: რომელიმე ფაქტი თუ არის სიცრუე ან/და ოდნავ მაინც შეცვლილი, ბოდიშს მოვიხდი, თუ არადა ქართველობაზე უარის მთქმელი სააკაშვილის მომხრეებო, კარგად წაიკითხეთ და გაიაზრეთ, რატომ ემსახურებით რუსულ უშიშროებას?

ექსპერტი ირაკლი ლატარია Pia.ge
1635320061
დაკოპირებულია

„რუსეთის უშიშროებას „საღოლ“, სააკაშვილის სახით, თქვენ თანამშრომელი მოგიმზადებიათ, მართლაც ტაში თქვენ და თქვენს თემური ალასანიას“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია და ქართველებს მიმართავს, რომ გადახედონ იმ ადამიანების კავშირს რუსეთთან, ვინც ახლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არიან.

ლატარია „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მიმართავს და წერს, რომ მათ ჩვენი ქვეყანა ეზიზღებათ.

„ქართველების დედა მოვ**ნ“ ვინც ეს ფრაზა წარმოთქვა (თემურ ალასანია/რუსეთის უშიშროების თანამშრომელი) - თქვენთან არის. „ბოდიშს ვუხდი გავრილოვს“ ტექსტებით ვინც ეახლა რუსეთის დუმას (ნინო ბურჯანაძე) - თქვენთან არის, „ჩაგიფსით ღვინოში და ბორჯომში“ ტექსტის ავტორი (ნიკა გვარამია) - თქვენთან არის, პუტინს ვინც ეახლა და დაუჩოქა (ნატო ჩხეიძე) - თქვენთან არის და თქვენ გაფინანსებთ რუსეთის უშიშროების ერთადერთი სტიპენდიატი. (ბუბა კიკაბიძე) - თქვენთან არის, მგიმოს (რუსეთის უშიშროების სასწავლებელი) ერთადერთი კურსდამთავრებული (ელენე ხოშტარია) - თქვენთან არის, „ესენგეში“ შესვლაზე ხელი ვისაც აქვს მოწერილი (ბარამიძე გია) - თქვენთან არის, „ომი დაიწყო საქართველომ“ დოკუმენტს ვინც ხელი მოაწერეს (თარგამაძე, კანდელაკი და ა.შ) - თქვენთან არიან.

2003 წელს, ხელისუფლება გადაგაბარათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველა ჰესი, წყლის კომპანიები, ელ/გადამცემი სისტემები, ბორჯომის წყალი, 100-ზე მეტი სოფელი შიდა ქართლის, კოდორის ხეობა და კიდევ რამდენი რამ, მხოლოდ რუსეთს მიეცით. მინდა ვუთხრა რუსეთის უშიშროებას „საღოლ“, სააკაშვილის სახით, თქვენ თანამშრომელი მოგიმზადებიათ, მართლაც ტაში თქვენ და თქვენს თემური ალასანიას... და ამ ყველაფრის ფონზე, ამ ყველაფრის შემოქმედნი გამოდიან და ჩვენკენ იშვერენ თითს და ევროპულ მომავალზე გვესაუბრებიან - აი საოცრება.

პს: რაც ზემოთ მაქვს აღნიშნული, რომელიმე ფაქტი თუ არის სიცრუე ან/და ოდნავ მაინც შეცვლილი ბოდიშს მოვიხდი, თუ არადა ქართველობაზე უარის მთქმელი სააკაშვილის მომხრეებო, კარგად წაიკითხეთ და გაიაზრეთ, რატომ ემსახურებით რუსულ უშიშროებას? რატომ ყიდით ჩემს ქვეყანას? რატომ? რატომ არ გვანებებთ თავს? გეზიზღებათ ეს საქართველო და გეზიზღებით ჩვენ (ქართველები) და შეგვეშვით, გაგვეშვით, გაქრით, წადით!!!“ - წერს ირაკლი ლატარია.

ბრიუსელი, ბელგია

ბელგიაში კოვიდშეზღუდვების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადა...

ბელგიაში, ბრიუსელში მოსახლეობის მიერ კოვიდშეზღუდვების გაპროტესტება პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
1638734104
იორდანიის სასამართლომ ჯანდაცვის 5 მაღალჩინოსანს კოვიდინფიცირებული პაციენტების არასწორად მკურნალობის გამო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1638732621
აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ abcnews იუწყება. 
1638730043
ლონდონი, ინგლისი

„ომიკრონის“ გავრცელების გამო ბრიტანეთში სამოგზაურო შეზღუდვები მკაცრდებ...

ბრიტანეთის მთავრობა კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების ფონზე სამოგზაურო შეზღუდვებს ამკაცრებს, - ამის შესახებ apnews იუწყება. 
1638720475
პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს, და ლ...
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია იწყება.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს“ - არასრულწლოვნის მკვლელობის...
სანზონაში, ლიახვის ქუჩის მიმდებარედ მომხდარი მკვლელობის  ფაქტზე დაკავებულის ადვოკატმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. 
„სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამას ბევრ ადამიანზე ვერ ვიტყვი...
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა.