მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

რწმუნებათა სიგელის გადაცემა

2020 წლის 30 ნოემბერს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა  აქბარ ყასემი ალიაბადიმ (Akbar Ghasemi Aliabadi)  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ირანის ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

საქართველოში ირანის ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს თბილი მიღებისათვის და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ახალ პოსტზე საქმიანობისას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ირანს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.