პოლიტიკა

ის, რის თავდებშიც „ნაცმოძრაობა“ დგება, უკვე არსებობს როგორც სტატუს-კვო, შესაბამისად ნუ შეწუხდებიან - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე
1652261597
დაკოპირებულია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე დამატებითი თავდებობა საჭირო არ არის. 

არჩილ თალაკვაძის თქმით,  ის რის თავდებშიც „ნაციონალური მოძრაობა“ დგება, უკვე არსებობს როგორც სტატუს-კვო.

„არ ვიცი „ნაციონალურ მოძრაობას“ რისი თავი აქვს, მით უმეტეს, რომ ვინმეს თავდებში ჩაუდგეს, მაგრამ ის რის თავდებშიც „ნაციონალური მოძრაობა“ დგება, უკვე არსებობს როგორც სტატუს-კვო, შესაბამისად ნუ შეწუხდებიან, არ არის საჭირო დამატებითი თავდებობა და სააკაშვილი უკვე საქართველოშია, დაპატიმრებულია, წარდგა მართლმსაჯულების წინაშე. 

მიხეილ სააკაშვილის უფლებები როგორც პატიმრის უფლებები, დაცული იქნება. ამას არაფერი განსაკუთრებული თავდებობა, მით უმეტეს ადამიანის უფლებების დამრღვევი პარტიის მხრიდან, არ სჭირდება“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

შეგახსენებთ, ენმ-ის ახალი ინიციატივით, თავდებობის დოკუმენტზე ხელმოწერით დეპუტატები ვალდებულებას იღებენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვებს, მკურნალობის დასრულების შემდეგ, ექსპრეზიდენტი საპატიმროში დაბრუნდება.

 იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.

🔴 მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და შესაძლებლობას, რომ გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს - ანა ნაცვლიშვილი ენმ-ის ინიციატივაზე

🔴 დღევანდელ სასამართლოზე განხილვის საგანი შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების საკითხი - დიტო საძაგლიშვილი

🔴  ანტიკონსტიტუციური იყო, როდესაც საქართველოს აჩვენეს, იატაკზე გართხმულ პრეზიდენტს როგორ მიათრევდნენ - ეკა ხერხეულიძე

🔴  ვიმსჯელებთ ფრაქციაში და სხვა პარტნიორებთანაც - გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე