მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისინი არიან უგუნური ადამიანები“ - მეუფე იაკობი უკრაინის ხელისუფლებაზე

 ბოდბელმა მიტროპოლიტი

„ხელისუფლება იმისთვის მყავს, რომ არც მოსკოვს მოუსმინოს, არც ბრიუსელს, არც ვაშინგტონს, არც სხვას - ვალდებულია, თავის ხალხს მოუსმინოს“, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება  უკრაინის ჭკუაზე არ ივლის. 

„ხშირად მოგვიწოდებენ ომისკენ. როგორი ადამიანები მოგვიწოდებენ ხომ, საქართველოში რამე სიკეთე აქვთ გაკეთებული? ან თვითონ უკრაინაში ცხოვრობენ, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებიდან არიან და უკრაინისთვის სასიკეთო რა უნდა გააკეთონ! ვფიქრობ, რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, სრული უგუნურობაა, ისინი უგუნურები არიან. 

რამდენი ხანია უკვე, რაც ომი დაიწყო, ჩვენ დახმარების მეტს, რას ვაკეთებ ხომ? - და რა უნდათ, ახლა იმათ ჭკუაზე ვიაროთ? - ჩვენ მათ ჭკუაზე არასდროს ვივლით. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმისთვის უნდა იყოს, რომ თავის ხალხზე იფიქროს, ის კი არა, ერთმანეთს ფეხი დავუდოთ.

კუმ ფეხი გამოყოო, ისე მოსდით იმათ. რა უნდათ ე.ი. ჩვენი მთავრობა დაიქირაონ, ჩვენმა მთავრობამ ეს მიწა იჯარით მისცეს და საქართველო პოლიგონად გავხადოთ და დავიშალოთ? ჭკვიანად იყვნენ რა, ადრე თუ გვიან შევხვდებით და პასუხსაც მოვთხოვთ, ნუ გვექცევიან ასე ქართველებს“, - აცხადებს მეუფე იაკობი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉სამხედრო ექსპერტმა განმარტა, თუ რატომ არ იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა

👉 უკრაინაში შეჭრის შედეგებს რუსების კიდევ სამი-ოთხი თაობა იგრძნობს - ექსპერტი

👉 რუსული ჯარები იზიუმის რეგიონში შეტევის განახლებისთვის ემზადებიან

👉 ლუგანსკის ოლქში მედესანტეებმა კიდევ ერთი რუსული სუ-25 ჩამოაგდეს

👉 🎥 უკრაინის შეიარაღებული ძალების 45-ე ცალკეულმა საარტილერიო ბრიგადამ ოკუპანტების აღჭურვილობა გაანადგურა