პოლიტიკა

ისინი, ვინც ცდილობენ ძალადობის დანერგვას, კრემლის საქმეს აკეთებენ - კელი დეგნანი

კელი დეგნანი
1626088812
დაკოპირებულია

„ვფიქრობ, ქართველები საკმარისად გონიერები არიან, რომ მიხვდნენ, თუ კონკრეტულად ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვინ იხდის ამაში ფულს“, - ამ სიტყვებით უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას „ერთობა, რაობა, იმედის“ თავმჯდომარის ლევან ვასაძისა და რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფების შესახებ.

„ვფიქრობ, ყველამ იცის, ვინ აფინანსებს კრემლის ამ ტიპის დეზინფორმაციებს. ის ხალხი, ვისაც სურს, დანერგოს ძალადობა, შექმნას არასტაბილურობა დაკავებული არიან კრემლის საქმის კეთებით, რათა გამოიწვიონ უთანხმოება და არასტაბილურობა საქართველოში. ვფიქრობ, ქართველები საკმარისად გონიერები არიან, რომ მიხვდნენ, თუ კონკრეტულად ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვინ იხდის ამაში ფულს“, - აღნიშნა დეგნანმა.