მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯერ გადახტეს და „ჰოპ“ მერე დაიძახოს“ - ხაბეიშვილი მელიაზე

ნაციონალური მოძრაობის წევრი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ამავე პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ბრიფინგს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მელიამ რეპრესიები ნაადრევად დაიწყო. 

„ჯერ გადახტეს და „ჰოპ“ მერე დაიძახოს. რომ გავიმარჯვებო, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყველას გავყრიო იძახის. ეს ცოტა უცნაურია, ჯერ აირჩიონ და მერე გაათავისუფლოს, ცოტა ადრე დაიწყო რეპრესიები. მე მგონია, რომ თამაშს ემსგავსება ეს ყველაფერი, დამარცხებული კანდიდატი გენერალურ მდივანს როგორ დანიშნავს, არ ვიცი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას. 

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე გიორგი კირთაძე დაინიშნება.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ბოლო დღეებში მესამე ეპიზოდი ჰქონდა გონების კარგვის, ასეთი ადამიანი პალატაში გყავდეს წარმოუდგენელია, უნდა იყოს რეანიმაციაში - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

👉 „სიმპტომები აქვს, რაც არის კოვიდის მსუბუქი ფორმისთვის დამახასიათებელი, არც ყოფილა საუბარი რეანიმაციაში გადაყვანაზე“ - ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მემკვიდრეობით მიღებული 1 მილიონი დოლარი უკრაინის არმიას შესწირა - მედია

👉 რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას 138 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა

👉 თავი ეჭრება ქვეყანას, ხალხნო, სახელმწიფოებრივად იაზროვნეთ სულ ოდნავ მაინც, ვაიძულოთ ხელისუფლება თანამონაწილენი არ გაგვხადონ მკვლელობის - თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე